პოლიტიკა


საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
„საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ვიზიტის მთავარი მიზანია, აშშ-ის ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი ყურადღებისა და მხარდაჭერის მოპოვება საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი დემოკრატიული განვითარებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც გლობალური მოთამაშე და თავისუფლებისათვის მებრძოლი პატარა ერების წარმატების გარანტორია. ჩვენ გვექნება მაღალი რანგის შეხვედრები აშშ-ის სენატსა და კონგრესში. ეს არის ის სივრცე, სადაც საქართველო ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ორივე პოლიტიკური პარტიის მხრიდან; ამავდროულად, აშშ-ს გააჩნია მუდმივი ინტერესები საქართველოში, აქვს მუდმივი ინტერესები რეგიონში, რომელთა უზრუნველყოფა ხდება ზუსტად ამ პოლიტიკურ სივრცეში. კიდევ ერთხელ, დღის წესრიგში დაყენებული იქნება საქართველოს ოკუპაციის საკითხი და ჩვენ ველით ძალიან საინტერესო შეხვედრებს“,- თქვა რაქვიაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან. გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციაში. საქართველოს პრეზიდენტი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსაც ესტუმრება, სადაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს და საჯარო ლექციას წაიკითხავს.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო სადილი ატლანტიკური საბჭოს, NDI-სა და IRI-ს ხელმძღვანელობასთან; ასევე, მონაწილეობა ჰადსონის ინსტიტუტში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოსვლა ფონდში Heritage. ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებსაც შეხვდება.
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27