უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

30 ოქტომბერი, 2018 14:20
font-size

საქართველოს რკინიგზა ხელოვნურად ქმნის ბარიერს - მესამე სექტორი და საექსპედიციო კომპანიები საქართველოს რკინიგზას კორუფციაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საექსპედიტორო კომპანიებმა საქართველოს რკინიგზა კორუფციასა და მონოპოლიების მფარველობაში დაადანაშაულეს.

კერძო კომპანიების განცხადებით, მათ ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვის რკინიგზასთან შესაბამისი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, შემოტანილი აქვთ ნედლეულიც, თუმცა მის შემდგომ ტრანსპორტირებაში რკინიგზა ხელს უშლის.

მათი თქმით, მონოპოლიას პეტროკასი, „რონსეფტის“ შვილობილი კომპანია, და ასევე „ლუკოილი“ მფარველობენ.

სამოქალაქო სექტორისა და კერძო კომპანიების წარმომადგენელების განცხადებით, ჩამოთვლილი ორი კომპანიის გარდა რკინიგზა მუშაობის საშუალებას არავის არ აძლევს.

„დღეს საქართველოს რკინიგზა ღრმა კორუფციაშია და ჩვენ არაერთხელ გავასაჯაროებთ კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ ახდენდა საქართველოს რკინიგზა ხელოვნური ბარიერების შექმნით კონკურენციის შეზღუდვას, მონოპოლიის ხელშეწყობას. არაერთხელ დავადასტურეთ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა კორუფციულ გარიგებებს. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს, ჩვენი ქვეყანა იმყოფება ორ პარალელურ სამყაროში“,- განაცხადა ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ გამგეობის თავმჯდომარის, ლაშა ფარულავას თქმით, კომპანია სიტუაციაში გასარკვევად რკინიგზასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

„სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების განავლობაში არანაირი კონტაქტი, მათ შორის არცერთ წერილზე, ათობით წერილი გვაქვს გაგზავნილი საქართველოს რკინიგზასთან, თუმცა არანაირი პასუხი დღემდე არ მიგვიღია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს რკინიგზა , კონკრეტულად გადაზიდვების ფილიალი, ხელოვნურად ქმნის ბარიერს და კომპანიებს, ამ შემთხვევაში ჩვენს კომპანიას არ გვაძლევს საშუალებას, რომ რკინიგზის დახმარებით ტვირთი გადავზიდოთ და გვაყენებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იქიდან გამომდინარე , რომ ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულებები სომხურ კომპანიასთან და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რა თქმა უნდა, ამ კომპანიასთან გვექნება ფინანსური პრობლემები“, -აღნიშნა ფარულავამ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი