პოლიტიკა

საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურად 52,5 მილიონი ლარი დაიზოგა, ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც, სსიპებსა და შპს-ებში - ირაკლი კობახიძე
საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურად 52,5 მილიონი ლარი დაიზოგა და ეს პროცესი გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რკინიგზაში ოპტიმიზაცია წლიურ ჭრილში 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას იძლევა, ხოლო ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში - 16,5 მილიონი ლარს.
„რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში განხორციელდა ოპტიმიზაცია და შეიცვალა ხელმძღვანელობა. ეს არის საქართველოს რკინიგზა, ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო საწარმოები. მათ დავუსახეთ კონკრეტული ამოცანები რეფორმების და მათ შორის ოპტიმიზაციის კუთხით. უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. რკინიგზაში ოპტიმიზაცია მოგვცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში. საუბარია მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციაზე, 36 მილიონზე მეტი დაიზოგება საქართველოს რკინიგზაში. რაც შეეხება ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებს, ეს არის ელექტროსისტემა, საქრუსენერგო, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ესკო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ენგურჰესი, ჯამში მინიმუმ დაიზოგება 16,5 მილიონი ლარი ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში. ჯამური დანაზოგი იქნება მინიმუმ 52,5 მილიონი ლარი მხოლოდ ამ სახელმწიფო საწარმოებში, საქმე ეხება საქართველოს რკინიგზას და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს. ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც და არა მარტო. არის სსიპები, შპს-ები, სადაც ანალოგიურად შესაძლებელია მასშტაბური ოპტიმიზაცია. მარტო ამ სფეროში სახელმწიფოს გამოუჩნდა დამატებითი რესურსი წლიური 52,5 მილიონი ლარის სახით. ეს რა თქმა უნდა, მოხმარდება ქვეყნის განვითარებას და გაჩნდება ახალი რესურსი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ეკონომიკურ ზრდას. ეს არის პირველადი მონაცემები, ვფიქრობთ, ეს 52,5 მილიონი ლარი კიდევ უფრო გაიზრდება და შეიძლება, 60 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს. რაც შეეხება საერთო ოპტიმიზაციას, თუ გავყვებით სხვა სახელმწიფო საწარმოებს, სსიპებს, შპს-ებს, შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს იყო უპირობოდ გასაკეთებელი. ეს პროცესი დაწყებულია ძალიან სწრაფი ტემპით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია
21 ოქტომბერი, 2025 , 12:05