საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე გახდა
“საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით ფერაძე დაამტკიცა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა მამაუკა ბახტაძე ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დანიშნა.
დავით ფერაძე დღემდე იკავებდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდიში „მტკვარი ჰესის“ დირექტორის თანამდებობას.
ფერაძე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის და ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტების ბაკალავრია.
ასევე მას აქვს სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში.
დავით ფერაძე 2004 წლიდან 2007 წლამდე „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა პოზიციაზე Booz Allen Hamilton/USAID-ის პროექტის ფარგლებში მუშაობდა.
მონიკა დავლიანიძე