უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 მაისი, 2017 12:45
font-size

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის სემინარში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის სემინარში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სემინარის მთავარ მიზანს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის N2 ძირითადი რეკომენდაციის – სპეციალიზირებული ორგანოები რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე, გადახედვა და მოსაზრებების ასახვა წარმოადგენდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული კომისიის წევრები და თანასწორობის მექანიზმების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. სემინარზე განიხილეს რეკომენდაციაში შესატანი ცვლილებები, გაიზიარეს მონაწილეთა მოსაზრებები, შეხედულებები რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ძირითად პრეზენტაციებთან ერთად, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამუშაო ჯგუფების ფორმატში ემსჯელათ რეკომენდაციის ძირითადი საკითხების აღსრულების პერსპექტივებზე და გამოეთქვათ მოსაზრებები შემოთავაზებულ ცვლილებებზე.

სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისას, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ხაზი გაუსვა რეკომენდაციაში ცვლილებების ასახვის მნიშვნელობას და ისაუბრა იმ სპეციფიკასა და მანდატზე, რაც თანასწორობის მექანიზმს საქართველოში გააჩნია. ამასთან, ყურადღება გაამახვილა რეკომენდაციაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანასწორობის მექანიზმების მისაწვდომობის უზრუნველყოფის ასახვის დადებით მხარეზე, რადგან აღნიშნული საკითხი, შესაბამისი შენობის არ არსებობის გამო, საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა