უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ოქტომბერი, 2017 17:50
font-size

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის გაფართოებული საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადდაარსებულ ტექნიკური გადამზადების ცენტრში, 4 ახალ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია და, შესაბამისად, მიღება მიმდინარე სასწავლო წელს პირველად გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გაფართოებული საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო.

საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში ჩატარდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ, BP-საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა, კრის შლიტერმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროექტის ფარგლებში ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აქტუალობასა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.

როგორც საინფორმაციო შეხვედრაზე აღინიშნა, ტექნიკური გადამზადების ცენტრის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს მიერ, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს თანამედროვე, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შეთავაზების გზით, საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესება-განვითარებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტის დაწესებას. პროექტი ხორციელედება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, აშშ-ის და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მეორე, 140 მლნ აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

სტუ-ის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის თქმით, ტექნიკური გადამზადების ცენტრი, სადაც სწავლება 100%-ით სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს 4 ახალ პროფესიულ პროგრამას. ოთხივე პროგრამა სრულად პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს დასაქმების მიმართუელბით. ეს პროგრამებია: მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი, სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსი, მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი და მექატრონიკის ტექნიკოსი. სწავლების ხანგრძლივობა, სპეციალობების შესაბამისად, 12-დან 24 თვემდეა. თეორიული კურსის პარალელურად, სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში დაეუფლებიან და სასწავლო პრაქტიკას გაივლიან საქართველოს ბაზარზე მოქმედ წამყვან კომპანიებში. სწავლების პროცესი მორგებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც. რექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლების დიპლომის პარალელურად, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ გერმანულ სერტიფიკატს, რომელიც გაიცემა გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ. ტექნიკური გადამზადების ცენტრის კურსდამთავრებულები წარმატებით დასაქმდებიან ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სფეროში, მანთაქანათმშენებლობის სექტორში, მსუბუქსა და კვების მრეწველობაში და სხვ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრში სტუდენტების რეგისტრაცია მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან დაიწყო და 15 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს. ჩარიცხვის წინაპირობა სრული საშუალო განათლება და პროფესიული ტესტირების შედეგებია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი