უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 სექტემბერი, 2025 14:29
font-size

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით, ღონისძიება „სტანდარტები ტურიზმში“ გამართა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდამჭერია. ახლახან, ბანკსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 22 სექტემბერს, თბილისში მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - სტანდარტები ტურიზმში გაიმართა.

ღონისძიებაზე სპიკერებმა ისეთ თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა: დანიშნულების ადგილების განვითარება, მისი გაძლიერება და მენეჯმენტი, მდგრადი ტურიზმი, კერძო სექტორის როლი დანიშნულების ადგილის განვითარებაში, სასტუმრო ინდუსტრიაში გაციფრულების მნიშვნელობა, სასტუმროს შეფასების, აუდიტირების, ვარსკვლავის სერტიფიკატის გადაცემის პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ისეთი სპიკერებისთვის მოესმინათ, როგორიცაა:

  • - გლენ მანძიუკი, World Sustainable Hospitality Alliance - ის დირექტორი;
  • - კოკო ტანგი - გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოს (GSTC) ბორდის წევრი აღმასრულებელი დირექტორი;
  • - სუზან სანტოს დე კარდენასი - Society for Sustainable Tourism-ის პრეზიდენტი;
  • - ურის ვაგენსეილი - HSLU-ს ტურიზმისა და მობილობის ინსტიტუტის პროფესორი, დანიშნულების ადგილების მენეჯმენტისა და მდგრადი ტურიზმის ექსპერტი, GSTC ტრენერი;
  • - ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სფეროების ექსპერტები.

„საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში სტუმარ-მასპინძლობის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში მე-7 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, მსოფლიოში აღიარებული მდგრადი ტურიზმის ექსპერტი, გლენ მანძიუკი გახლდათ, რომელსაც ამ მიმართულებით 25 წლიანი გამოცდილება აქვს. მსგავსი ღონისძიებების მიზანი ინდუსტრიის გაძლიერება, კომპეტენციის გაზრდა, ცოდნის გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაა. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, სამომავლოდ, კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიების თუ ვორქშოფის განხორციელება არის დაგეგმილი“,-განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლალი ყელაურაძემ

„საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პირველი პროექტი მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ წარმატებით განხორციელდა. საქართველოს ბანკთან ერთად დაგეგმილი სამომავლო აქტივობები და მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ასოციაციას განახორციელოს ახალი პროექტები კერძო სექტორის მხარდასაჭერად“, - ნატალია კვაჭანტირაძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება "რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია

3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.8.0 ვერსიაში სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის  განახლებული ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმო

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნ

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება

3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება. Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პრო

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო

2 ოქტომბერი, 2025 , 16:42

საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, იწყება ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიი