უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ნოემბერი, 2018 13:50
font-size

საქართველოსა და ხორვატიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ხორვატიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ეს კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის შესაბამის უწყებასთან გააფორმა. მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი საქართველოსა და ხორვატიას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ევროკავშირის წევრი ქვეყანა საქართველოს აპროქსიმაციასა და ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვებაში დაეხმარება, მათ შორის საექსპერტო დონეზე. თანამშრომლობა შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა: რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, სასამართლო სისტემის მოდერნიზაცია, სამოქალაქო, სამეწარმეო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარება; ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან; პენიტენციური სისტემა და პრობაციის სამსახური; დანაშაულის პრევენციის, რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამები, სერვისების ხელმისაწვდომობა და ელექტრონული მმართველობა.

შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხორვატ კოლეგას ის რეფორმები გააცნო, რომელთაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. თეა წულუკიანმა ისაუბრა ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესზე ევროპული ქვეყნების სამართალთან; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობი პროცესზე; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ღია მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებზე.

ორდღიანი ვიზის ფარგლებში სხვა არაერთი შეხვედრა და ღონისძიებაა დაგეგმილი. იუსტიციის მინისტრი, აგრეთვე, შეხვდება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ხელმძღვანელს და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ხორვატიის პოლიტიკასა და მიდგომებს გაეცნობა. თეა წულუკიანი შეხვედრას გამართავს ხორვატიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და ხორვატიის გენერალურ პროკურორთან.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხორვატიის პენიტენციურ დაწესებულებასაც მოინახულებს და სასჯელაღსრულების, რეაბილიტაციის, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების ფუნქციონირებას გაეცნობა.

საკვანძო სიტყვები:

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ