უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 მარტი, 2022 21:31
font-size

ლარის კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით, ნამდვილად გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი - ლაშა ხუციშვილი

ლარის კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით, ნამდვილად გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ვალუტის შემოდინების არხები მიმდინარე პერიოდში სტაბილურად მზარდია.

„მომდევნო პერიოდშიც ვფიქრობთ, რომ შევინარჩუნებთ ამ არხებს იმ დონეზე, რომ ქვეყანაში ლარის კურსი იყოს სტაბილური. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ გარკვეულწილად, შეიმჩნეოდა აჟიოტაჟური მდგომარეობა ლარის კურსთან მიმართებით, რაც გამომდინარეობს იმ მოლოდინებიდან, რაც უკავშირდება არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, კონკრეტულად, საომარ მოქმედებებს ჩვენს მეგობარ უკრაინაში. ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშრებით კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულ აჟიოტაჟს საფუძველი ნამდვილად არ გააჩნდა და ეს დასტურდება დღეს არსებული მდგომარეობით სავალუტო ბაზარზე. ვალუტის შემოდინების ყველა ის მიმართულება, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ფუნქციონირებს და მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ექსპორტის მიმართულება იანვარში 46%-მდე იყო გაზრდილი, ასევე, მზარდია ექსპორტი თებერვალში, წინასწარი ინფორმაციით მარტშიც. გარდა ექსპორტისა, ტურიზმმა აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აღდგენის ტემპი. იანვრის თვეში - 70%-ით აღდგა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც რეკორდული იყო საქართველოსთვის. ასევე, მზარდია ფულადი გადმორიცხვები. შესაბამისად, ყველა ეს მიმართულება ხასიათდება სწრაფი აღდგენის ტემპით და სავალუტო შემოდინებებსაც ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმავალი ტენდენცია აქვთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მუშავდება სხვადასხვა სცენარი.

„ჩვენ ვამუშავებთ იმ ღონისძიებებსაც, რამაც შეიძლება ჩაანაცვლოს ან დამატებით შეინარჩუნოს ფულის შემოდინების ის არხები, რომლებიც იყო ქვეყანაში. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრი მერყეობის მოლოდინი ლარის კურსთან დაკავშირებით, მომდევნო პერიოდშიც არ გვაქვს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი