უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 მარტი, 2018 17:20
font-size

საქართველოში 2018 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული შეჯიბრი გაიმართება

24 თებერვლიდან საქართველოში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“ - ის რეგიონული თამაშები დაიწყო.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მე-4 წელია ტარდება, რომელშიც წელს საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის 100000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს.

რეგიონულ თამაშებს ოლიმპიადის დებულების თანახმად, რეგიონის ცენტრალური ქალაქები მასპინძლობს, თუმცა მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს მუნიციპალიტეტში შემავალმა ქალაქებმაც.

შემდეგი ეტაპი იქნება ზონალური თამაშები, რომელიც მაისში გაიმართება, ხოლო ივნისის თვეში ოლიმპიადის ფინალური თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.

ფინალისტები, რომლებიც მოიპოვებენ 2018 წლის ჩემპიონის სტატუსს, მომავალ წელს 2019 წლის ჩემპიონებს სუპერფინალში შეხვდებიან, სადაც 2020 წელს მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობის მისაღებად საგზურის მფლობელებს გამოავლენენ.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული შეჯიბრების პარალელურად, 2016-2017 წლის გამარჯვებულები ISF მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის შეჯიბრებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები, ISF მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე შემდეგ სახეობებში იასპარეზებენ:

კატარი - ხელბურთი;
ისრაელი - ფუტსალი;
საფრანგეთი - გეზრბენი;
მალტა - მაგიდის ჩოგბურთი;
ინდოეთი - ბადმინტონი;
ჩეხეთი - ფრენბურთი;
სერბეთი - 3x3 კალათბურთი;
მაროკო - გიმნაზიადა.

ISF მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატში საქართველო მესამედ მონაწილეობს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

„ოლიმპიადა 2018“ - ის გენერალური სპონსორია VTB ბანკი.

საკვანძო სიტყვები:

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი