უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 მაისი, 2018 13:45
font-size

საქართველოში 49 000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტია

საქართველოში სტუდენტთა 24%-ს (48 624 პირს) აღნიშნული სტატუსი აქვს შეჩერებული, რაც აღემატება წინა წლის აპრილის მონაცემებს. 2017 წლის მდგომარეობით ქვეყანაში სტატუსი შეჩერებული ჰქონდა 43 661 სტუდენტს, რაც სტუდენტთა საერთო რაოდენობის 23%-ს შეადგენდა. ინფორმაციას პირველი არხი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატუსშეჩერებული სტუდენტების 33,5%-ს (16 294 სტუდენტს) სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეწყვეტილი. ამასთან, 65%-ის შემთხვევაში (31 761 ) სტატუსის შეჩერების მიზეზი უცნობია. სტატუსის შეჩერების სხვა მიზეზებია: ავადმყოფობა (135 სტუდენტი), ორსულობა, მშობიარობა და ბავშვის მოვლა (223), საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა (211 პირი).

უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მეტი სტატუს შეჩერებული სტუდენტი სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფიქსირდება – 10 384 პირი (სტუდენტთა 31%), მას მოჰყვება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7 933 სტატუსშეჩერებული სტუდენტით (სტუდენტთა 30%). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 7 588 სტატუსშეჩერებული სტუდენტი (სტუდენტთა 34%) ჰყავს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს - 4 421 სტატუსშეჩერებული სტუდენტი (სტუდენტთა 37%), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს - 1 593 სტატუსშეჩერებული სტუდენტი (სტუდენტთა 21%), სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს - 317 სტატუსშეჩერებული სტუდენტი (სტუდენტთა 19%), ხოლო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს - 172 სტატუსშეჩერებული სტუდენტი (სტუდენტთა 24%).

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი