უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
სამართალი
საქართველოში გაბატონებულია ე.წ. ხელისუფლება, სინამდვილეში, მაფიოზური კლანი - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ყველაფერი ერთ დიდი ტრაგედიად არის გადაქცეული - ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე, რომელსაც "ვივა მედიდან" დისტაციურად ჩაერთო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში მაფიოზური კლანია გაბატონებული, რომელსაც საკუთარი მოქალაქეები არ ანაღავლებს და მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება.
“საქართველოში არ არსებობს სასამართლო, საქართველო გადააქციეს ერთ დიდ შოუდ, რომელსაც ჰქვია სასამართლო. ყველა ამბები იწყება და და მთავრდება, პოლიტიკური მსხვერპლი ვინ ჰყავს ამ სისტემას, ვინ მიიყვანეს, ვინ დაადანაშაულეს უდანაშაულოდ, ვინ დაამწყვდიეს ციხეში და მთელი ქვეყანა გადაქცეულია, მე არ მინდა, ვთქვა ცირკად, იმიტომ, რომ სასაცილო აქ არაფერია, ერთ დიდ ტრაგედიად.
საქართველოში გაბატონებულია ე.წ. ხელისუფლება, სინამდვილეში, მაფიოზური კლანი, რომელსაც არა მხოლოდ არანაირი ემპათია არ გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, არამედ ძალიან სძულს ეს მოქალაქეები, ძალიან სძულს თავისი ქვეყანა და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ქვეყანა გაანადგუროს.
ჩვენ კარგად გვესმის, რა საქმე იხილება დღეს აქ. დღეს იხილება საქმე, რომელიც არის, რეალურად, იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს საქართველოს ჩამოაშორა ხელისუფლებას პატრიოტული მთავრობა და მოიყვანა რუსეთის პირდაპირი აგენტურა.
ჰიბრიდული ომია ის, რომ ყველაფერი გააბანძონ, ყველაფერი ტალახში ათრიონ. ხალხს უთხრან, რომ არაფრის ღირსები არ არიან, უუნარო, უნიჭო, მონური ფსიქოლოგიის უნდა იყვნენ, ყველაფერი რაც მაშინ ხდებოდა არ იყო ის დიდი წარმატებები, რასაც მსოფლიო აღიარებდა. ჩვენ ვიყავით დემოკრატიის შუქურა, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებია.
ამერიკის 3 პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ საქართველოში, უამრავი სხვა სახელმწიფო მოღვაწე. ჩვენ ვიყავით ხელის გულზე სატარებელი, სანიმუშო მთელი მსოფლიოსთვის. ეს უნდათ რომ დაავიწყონ და ჩაანაცვლონ მეხსიერების ჩიპი ათასგვარი სისულელით. უნდა გვესმოდეს რომ ჰიბრიდული ომი არ არის ახალი, კარგად მახსოვს პრეზიდენტ გამსახურდიას რომ წაუყენეს ბრალად „მერსედესები“ იყიდა, ლომები და ვეფხვები ჰყავდა ვოლიერში დამწყვდეულიო. მაშინაც რუსული ხელწერა იყო, იგივე ხალხი, ხაინდრავა იყო მათი პროპაგანდისტი, ახლაც ისაა. დაემატა და გაზარდეს,”- თქვა სააკაშვილმა პროცესზე.
6 პიჯაკის და 1 ქაშმირის პალტოს საქმის განხილვა ფინალშია. საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართა. 11 წლიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე ვერდიქტის გამოსაცხადებლად უკვე გავიდა.
საკვანძო სიტყვები:
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51
ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა შეეფარდა
13 ნოემბერი, 2025 , 16:22
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირის მიმართ, ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს - პროკურატურა
13 ნოემბერი, 2025 , 15:55

