უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 აგვისტო, 2025 16:29
font-size

საქართველოში ივლისში ყველაზე მეტად, 25.5 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.45 პროცენტული პუნქტით აისახა.

საქსტატის ცნობით, ფასები მომატებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 25.5 პროცენტით.

ზეთი და ცხიმი 17.0 პროცენტით გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო – 13.6 პროცენტით, თევზეული – 9.9 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 9.4 პროცენტით. ფასები მომატებულია პურსა და პურპროდუქტებზე 8.7 პროცენტით. რძეზე, ყველსა და კვერცხზე – 8.5 პროცენტით. ხილი და ყურძენი 8.2 პროცენტითაა გაძვირებული, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 7.7 პროცენტით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.5 პროცენტით.

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.8 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 10.5 პროცენტით გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების, 9.2 – პროცენტით საავადმყოფოების მომსახურების და 8.4 პროცენტით – სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -6.1 პროცენტით შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება "რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია

3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.8.0 ვერსიაში სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის  განახლებული ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმო

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნ

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება

3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება. Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პრო

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო

2 ოქტომბერი, 2025 , 16:42

საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, იწყება ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიი