უახლესი ამბები
- 01.05.2024 16:15მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი
- 01.05.2024 15:39ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი
- 01.05.2024 15:27ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი
- 01.05.2024 15:182 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება
არქივი
კომენტარი
საქართველოში `მეორე ფრონტი` არ იქნება, საქართველო სანქციებს არ უერთდება - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომს არ იწყებს და რუსეთ-უკრაინის ომში არ ერთვება, - ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმ დროს, როცა ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეგენის ზონაში შესვლის აკრძალვაც მოხდეს.
"ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველო ომს არ იწყებს და ომში არ ერთვება. საქართველოში "მეორე ფრონტი" არ იქნება, საქართველო სანქციებს არ უერთდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რომელიმე კომპანია ან პიროვნება სანქცირებულია, რა თქმა უნდა, ამას საქართველოში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი, ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ საქართველოს კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", - განაცხადა კალაძემ.