უკან

საზოგადოება

3 აგვისტო, 2018 14:40
font-size

საქართველოში ნაწლავის ჩხირით დაავადების 45 შემთხვევა დაფიქსირდა - პაატა იმნაძე

საქართველოში ნაწლავის ჩხირით, კერძოდ, ენტერო-ჰემორაგიული (ECEH) E. coli ბაქტერიით დაავადების 45 შემთხვევა დაფიქსირდა, არც ერთი ლეტალური შედეგით არ დასრულებულა, მაგრამ ჰქონდა გართულებები, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო თავმჯდომარე პაატა იმნაძემ დღეს გამარულთ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მიმდინარე წელს დაავადების მცირე აფეთქების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი თბილისში, ერთი კახეთის ერთ-ერთ რაიონში, რომელიც სარიტუალო სუფრებთან იყო დაკავშირებული და ერთი მაღალმთიან რაიონში, რუსეთიდან ჩამოსული ბავშვების ჯგუფში.

დაავადების გავრცელების ჰიგიენური წესების დაუცველობას სახელდება. კერძოდ, ჰოსტელში, სადაც რუსი ტურისტები ისვენებდნენ 2 დღის განმავლობაში არ ჰქონდათ წყალი, ჰიგიენური პირობების დაცვა შეუძლებელი იყო, რის გამოც 3 ბავშვს განუვითარდა დაავადების მწვავე ფორმა, თირკმელის უკმარისობა. ჯგუფი უკვე დაბრუნდა სამშობლოში, 2 ბავშვი ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას რუსეთში.

პაატა იმნაძის განცხადებით, ნაწლავის ჩხირი E.col -ი იწვევს სისხლიან ფაღარათს, ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებსა და მოხუცებში. ფაღარათის დროს გადაუდებლად საჭიროა ექიმთან ვიზიტი. აღნიშნული დაავადების დროს სარისკოა ანტიბიოტიკების მიღება.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, E. coli, ანუ კოლიბაცილები კომენსალური ნაწლავური ბაქტერიებია, ის სრულიად უვნებელია ადამიანისთვის მანამ, სანამ ნაწლავური მილებითაა შემოფარგლული. ადამიანის ორგანიზმში ისინი დიდი რაოდენობით, 100 მილიონიდან მილიარდ გრამამდეა და ხერხემლიანების განავალში. ამის შემდეგ ისინი წყალსა და ნალექში ხვდება. ენტერო-ჰემოროგენული ქაფი E. coli, რომელიც მსხვილფეხა ცხოველებისგან მოდის, მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ შეიძლება წყალში აღმოჩნდეს და გადავიდეს ადამიანზე ხორციდან, ან დაავადებული ბოსტნეულიდან და წყლიდან.

პაატა იმნაძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში ინფექციური დაავადებები ჩვეულებრივზე 20%-ით მატულობს და მოსახლეობას მოუწოდებს მკაცრად დაიცვან ჰიგიენური ნორმები.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი