უკან

საზოგადოება

23 აპრილი, 2018 10:50
font-size

საქართველოში სახელმწიფო ტყის ფონდი აღირიცხება

საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტყის ფონდი აღირიცხება. ცვლილებები „ტყის კოდექსში“ შედის.

ინიცირებული ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – კახა კუჭავა, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე და გოგა გულორდავა არიან.

როგორც კანონპროექტის ავტორების განმარტავენ, ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის მიზანია, საქართველოს ტყისა და მისი რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყეების მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი და ტყესთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ საერთაშორისო ანგარიშგება.

„ტყის ეროვნული აღრიცხვა ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს მოიცავს, ტყის მმართველობის ორგანოსა და ტყის დაცვის სტატუსის მიუხედავად. ინფორმაცია დაახლოებით 6600 სანიმუშო ფართობიდან (2200 კლასტერი) შეგროვდება, რომლებიც 3.6 x 3.6 კმ ბადეზე განლაგდება. წარმოდგენილი სანიმუშო ფართობები მუდმივად მონიშნული იქნება და მათზე ტყის ფართობების რეგულარული შეფასება ყოველ ათ წელში განხორციელდება. რეგულარული ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე შესაძლებელი იქნება, საქართველოს ტყეების მდგომარეობის მონიტორინგი და კონკრეტული სტრატეგიული გადაწყვეტილებების ეფექტის შეფასება. ამასთან, ორთო-ფოტოები და სატელიტური მონაცემები გამოყენებული იქნება საველე სამუშაოების მომზადებისა და შეგროვებული მონაცემების შემდგომი ინტერპრეტაციისთვის. ეს კი შესაძლებელს გახდის ტყეების მდგომარეობის შეფასებას იმ ფართობებზეც, რომლებიც მიუწვდომელია პოლიტიკურ ან გეოგრაფიულ მიზეზებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონმდებლობაში შესაბამისი ჩანაწერის არ არსებობის გამო, საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა დღემდე არ ჩატარებულა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი