უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ოქტომბერი, 2020 17:40
font-size

გაცილებით იოლია ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით - ივანე მაჭავარიანი

გაცილებით იოლია, ყველგან გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ მინიმალური წესები, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და მეტ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან განაცხადა, აუცილებელია ვირუსის გავრცელების შეკავება.

„ყველა გამოსვლაში როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე ეპიდემიოლოგები იმეორებენ, რომ საუკეთესო გზა შეკავების, არის პირადი ჰიგიენის დაცვა. პირველ რიგში, ეს არის პირბადეები. შეზღუდვებით შეკავება ძვირი დაგვიჯდება. ახლა, პრაქტიკულად, გავდივართ ბეწვის ხიდზე. ეპიდემიოლოგიური კუთხით, სიტუაცია მართვადია და ეს უნდა შევინარჩუნოთ, დააახლოებით, ამ დონეზე. შემდეგ, თავისთავად, გავრცელების ტრენდი წამოვა ქვემოთ. არაფრით არ უნდა მოხდეს, რომ დღის განმავლობაში გაორმაგდეს და გასამმაგდეს ინფიცირებულების რაოდენობა. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ზეწოლა იქნება გაცილებით დიდი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, პანდემიის დასრულების შემდეგ, ყველა ქვეყანა შეფასდება ორი კრიტერიუმით: სად იყო გარდაცვალებულთა ყველაზე დაბალი პროცენტული რაოდენობა და ეკონომიკის ნაკლები დაზიანება.

„სამწუხაროდ, გარდაცვალება ყველგან იქნება და რაოდენობები გაიზრდება, მაგრამ აქ საუბარია პროცენტულად, სად იქნება ყველაზე დაბალი გარდაცვალების პროცენტი და სად იქნება ეკონომიკის ყველაზე ნაკლები დაზიანება. ეს იქნება მთავარი კრიტერიუმები, რითაც შეფასდება რამდენად იყო წარმატებული ესა თუ ის მთავრობა და მასთან ერთად საზოგადოება და ქვეყანა. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენ ამ მონაცემით ვიყოთ საუკეთესო. ამისთვის აუცილებელია თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ დაიცვას წესები,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი