უკან

საზოგადოება

12 თებერვალი, 2018 17:20
font-size

სასამართლო გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა აღსრულდეს- თეა წულუკიანმა 4 წლის წინ გათავისუფლებულ თანამშრომლებს უპასუხა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს - ანა სუბელიანსა და თამაზ ახობაძეს.

ორივე მათგანმა დღეს ეროვნული არქივის შენობასთან აქცია გამართა, სადაც მოითხოვეს თეა წულუკიანთან შეხვედრა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლომ დააკისრა დანაშაულის პრევენციის ცენტრს, აღადგინოს ახობაძე და სუბელიანი და 3 წლისა და 8 თვის განაცდური გადაუხადოს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

„სასამართლო გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა აღსრულდეს. ამ საქმეზეც, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილება იმ ფარგლებში აღსრულდება, რაც თქვა ქართულმა სასამართლომ“, -თქვა წულუკიანმა.

თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ში დანაშაულის პრევენციის ცენტრში პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდნენ. ისინი 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ჯერ საქალაქო სასამართლოში, შემდეგ კი სააპელაციოში იჩივლეს. სუბელიანისა და ახობაძის მტკიცებით, მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება თავად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიღო მას შემდეგ, რაც მათ ამავე ცენტრის დირექტორის სამსახურიდან გაშვება გააპროტესტეს, მათ შორის საჯარო პოსტით სოციალურ ქსელში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი