უკან
სამართალი
24 აპრილი, 2024 15:01
სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა.
ირაკლი კუპრაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მის მიმართ პოლიტიკურ დევნად და ანგარიშსწორებად აფასებს. როგორც კუპრაძემ სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.
შეგახსენებთ, „ლელოს“ გენერალური მდივანი და კიდევ რამდენიმე პირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე დააკავეს.