უახლესი ამბები
- 26.04.2024 12:3029 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი - ზურაბ ჯაფარიძე
- 26.04.2024 12:22საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის -გიორგი გახარია
- 26.04.2024 11:41საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
- 26.04.2024 08:54ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - ნიკა მელია
არქივი
კომენტარი
პლასტიკური ბარათების რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ქართული ავიაკომპანია ჩაერთო და ბილეთების გაყიდვა დაიწყო – ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პლასტიკური ბარათების რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა რუსების მხრიდან დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ორი დღის წინ ჩაერთო ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ და ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
„მსოფლიოში არსებობს ყველასთვის ცნობილი საერთაშორისო პლასტიკური ბარათების სისტემები, როგორიც არის „ვიზა“, „მასტერქარდი“, „ამერიკან ექსპრესი“ და სხვა. რუსეთმა სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით შექმნა შიდა, რუსული პლასტიკური ბარათების სისტემა სახელწოდებით „მირ“. საქართველოში მოხდა წარმოუდგენელი რამ. ამ რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა რუსების მხრიდან დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ორი დღის წინ ჩაერთო ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ და დაიწყო ბილეთების გაყიდვა, რითიც პირდაპირ ხელს შეუწყობს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისადმი დაწესებული, ისტორიული, უმძიმესი და უპრეცედენტო სანქციებისგან გვერდის ავლაში“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.