უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

5 აგვისტო, 2019 16:40
font-size

საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გაზრდა და საბანკო რეგულაციები ის კონკრეტული მაგალითებია, რამაც ეკონომიკა, ლარი დაასუსტა და ფასების ზრდა განაპირობა - ზურაბ ჭიაბერაშვილი

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რეგულაციების შემცირებასა და გადასახადების დაწევაშია და არა ბიზნესის მიმართ ზემოქმედებაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კონკურენციის სააგენტოს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა .

მისი შეფასებით, საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გაზრდა და საბანკო რეგულაციები ის კონკრეტული მაგალითებია, რამაც ეკონომიკა, ლარი დაასუსტა და სურსათზე, მედიკამენტებსა და კომუნალურ გადასახადებზე ფასების ზრდა განაპირობა.

„2019 წლის ივლისში, 2018 წლის ივლისთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასები 7.9 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა: 11.22 პროცენტით ანტიბიოტიკები, 6.29 პროცენტით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები, 5.64 პროცენტით ვიტამინები, 4.87 პროცენტით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, 3.1 პროცენტით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. ეს იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩადებული თანხების ადეკვატურ ათვისებას და ათიათასობით მოქალაქისთვის მედიკამენტების გაძვირებით გამოწვეული სიდუხჭირის შემსუბუქებას“, – განაცხადა დეპუტატმა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების მოსალოდნელი ზრდა არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს.

„გამოსავალია „ევროპული საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგულაციებისა და გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო, რიგი მწარმოებელი კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან – საინფორმაციო საშუალებებში ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები შესაძლოა კომპანიებს შორის კოორდინაციისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკ-ფაქტორებს შეიცავდეს, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ინფორმაციის მოწოდება და ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი განმარტება მოითხოვა: საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციისგან; შპს „დიპლომატ ჰოლდინგისგან“; საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან; მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისგან“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:38

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. &bdquo

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:21

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაგრამ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები - პროკურატურის მოთხოვნა [გირაოს შეფარდებაზე] არის თუ არა რელევანტური,

გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:18

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51 აკაცუკად დადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინი

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 11:33

როდესაც რუსთაველის გამზირზე სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის, - ამ

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება

23 ოქტომბერი, 2025 , 11:23

შეგიძლიათ, დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, - ამი

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, შევიდნენ პარლამენტში, თუმცა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლი