უახლესი ამბები
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
საზოგადოება


საუკეთესო მობილბანკი ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოები მიიღო
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ ჯილდოს პირველი რაუნდის გამარჯვებულები გამოავლინა. საქართველოს ბანკი კი როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, სამომხმარებლო სეგმენტში საუკეთესო მობილური აპლიკაციის ნომინაციებში გამარჯვებულად დაასახელა.
Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აფასებს. მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ შექმნილი ინოვაციური და თანამედროვე ციფრული გამოცდილების წარმოჩენაა. წლევანდელ კონკურსში გამარჯვებულები გლობალური საკონსულტაციო და ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ექსპერტთა ჟიურის მიერ შეფასდა, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.
„ციფრული ბანკინგის სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიას და მობილურზე ორიენტირებულ სტრატეგიებს იყენებენ, რათა უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება უზრუნველყონ. Global Finance-ის 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები კი საბანკო სფეროში ინოვაციისა და ლიდერობის მაგალითებს აჩვენებენ“, – განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.
„Global Finance-ის მიერ მიღებული აღიარება, განსაკუთრებით საუკეთესო მობილბანკის კატეგორიებში, საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური ეკოსისტემის სიძლიერესა და მომხმარებელზე ორიენტირებულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენი მიზანია, მომხმარელებს შევთავაზოთ ისეთი გამოცდილება, რომელიც თანამედროვე ციფრულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება და მათ საჭიროებებს მაქსიმალურად პასუხობს, სწორედ ამიტომაც არ ვჩერდებით და წლიდან წლამდე ჩვენს ციფრულ პროდუქტებს ვაუმჯობესებთ“ – აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ჯილდო მიიღო.
საკვანძო სიტყვები:

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

„დინამოს“ ლეგენდებმა „აიაქსის“ ლეგენდები ანგარიშით 5:2 დაამარცხეს
20 ოქტომბერი, 2025 , 14:42
მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა - ირაკლი კობახიძე
20 ოქტომბერი, 2025 , 10:38

თბილისმა ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ - SBC Summit Tbilisi 2025-ს უმასპინძლა
18 ოქტომბერი, 2025 , 13:08