უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ივლისი, 2025 15:10
font-size

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დევს სასწორზე, წერილში რამდენიმე კანონის გაუქმებას ითხოვენ, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებზე, რაც წითელი ხაზია - ლევან მახაშვილი

წერილში რამდენიმე კანონის გაუქმებას ითხოვენ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის. ასევე ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნულi სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ისე შეიცვალოს, რომ ლგბტ პირების უფლებები სრულად იყოს დაცული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დევს სასწორზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის ევროკომისიასთან იმუშაოს როგორც საგარეო კონტროლზე, ასევე თავშესაფრისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, რაზეც წინა ანგარიშებში იყო საუბარი.

„წლების განმავლობაში ევროკომისიასთან სამუშაო რეჟიმში ვართ, რათა უვიზო მიმოსვლას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. წერილი, რომელზეც კაია კალასმა მინიშნება გააკეთა, ეს ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშია უვიზო მიმოსვლის შესრულებაზე, რაც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. პრაქტიკულად, ამ ანგარიშის 95 პროცენტი იდენტურია. ევროპელებთან კომუნიკაცია გვექნება, ეს წერილი რამდენად შეიძლება საჯარო იყოს, მაგრამ 95 პროცენტი იგივე რეკომენდაციებია. თავს უფლებას მივცემ, რომ რამდენიმე საკითხი საჯაროდაც ვთქვა, რადგან ამ დოკუმენტის რეკომენდაციები საჯაროა. კაია კალასმა მითითება ამორჩევით, მხოლოდ ერთზე გააკეთა, მე კი რამდენიმეს ვიტყვი და საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სამართლიანია ის მიდგომები და რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირს მოცემული აქვს. როგორც მეშვიდე ანგარიშში, ასევე ამ წერილში რამდენიმე კანონის გაუქმებას ითხოვენ. ვციტირებ: „გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი. ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ისე შეიცვალოს, რომ ლგბტ პირების უფლებები სრულად დაცული იყოს“. ეს არის ის, რასაც, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირი გვთავაზობს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სასწორზე რა დევს, რომ ეს საკითხი დარეგულირებული იყოს. ევროკომისიასთან მუშაობას გავაგრძელებთ ისე, როგორც წინა ექვსი ანგარიშის ფარგლებში ვმუშაობდით. ეს სამუშაო პროცესია. მზად ვართ, ვიმუშაოთ როგორც საგარეო კონტროლზე, ასევე თავშესაფრისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, რაზეც წინა ანგარიშებში იყო საუბარი. დაკავებულებზე არ წერია“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება. ეს ჰაერზე მოტანილი სიტყვები არ არის. ჩვენი რწმენა იმ რეკომენდაციებს და სამუშაო პროცესს ეფუძნება, რაც ყოველთვის ევროკომისიასთან გვქონდა. ასეც გავაგრძელებთ. წერილს შევისწავლით და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება, გაკეთდეს. მათ შორის, რა შეიძლება, შს სამინისტრომ გააკეთოს, იუსტიციის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა, რათა ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოს იმის განცდა არ ჰქონდეს, რომ უვიზო რეჟიმის სისტემა ბოროტად იყოს გამოყენებული, რათა ევროკავშირის მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნას. ეს წერილი სამუშაო დოკუმენტია და ვნახავთ, სად არის რესურსი რომელიმე კანონის გაუქმება-არგაუქმების. ევროკავშირი როდესაც საქართველოსგან რომელიმე კანონის გაუქმებას ითხოვს, ამ დროს ზეპირად – წერილში თარიღი არ არის დასახელებული – 31 აგვისტოს ამბობენ. შევახსენებ, რომ პარლამენტი ოფიციალურ მუშაობას 2 სექტემბრიდან იწყებს. ამიტომ ფიზიკურად ამ კანონების გაუქმება ვერ მოხდება, ამის ნება რომც იყოს. ავწონ-დავწონით, რა შეიძლება გაკეთდეს და არ გაკეთდეს. სიურპრიზი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე წითელი ხაზია, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებზე, ასევე ისეთ საკითხებზე, რაც კონსერვატიულ იდეას და მიდგომებს ეფუძნება, რომელიც ხელისუფლებას აქვს და რომლის საარჩევნო დაპირების საფუძველზეც გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

წყარო

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ