არქივი
კომენტარი
საზოგადოებას ვთხოვ, თავად შეაფასოს პროკურორების ქმედება - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა - ზაზა სარალიძე შოთაძის უწყების მიერ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც სარალიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, პროკურორმა კაპანაძემ საჯაროდ გამოიტანა ყველა ნივთმტკიცება ბრიფინგზე და მთელ ქვეყანას ანახა გასაიდუმლოებული საქმის მასალები, თუმცა იგივე მასალების ნახვაზე სარალიძის უფლებადამცველებს კატეგორიული უარი უთხრა.
„შოთაძემ არ მიმიღო იმის გამო,რომ საიდუმლო იყო არასრულწლოვნების საქმე და ჩემ თანმხლებ პირებს არ ჰქონდათ უფლება, გაეგოთ რა დეტალებზეც ვისაუბრებდით.
დღეს ქალაქის პროკურორმა კაპანაძემ საჯაროდ გამოიტანა ყველა ნივთმტკიცება ბრიფინგზე და მთელ ქვეყანას ანახა გასაიდუმლოებული საქმის მასალები.
საზოგადოებას ვთხოვ, თავად შეაფასოს მთავარი პროკურორების ქმედება.
ერთის მხვრივ, მე არ დამრთეს უფლება, რომ ჩემს უფლებადამცველებთან ერთად მესაუბრა ჩემს გაჭირვებაზე შოთაძესთან და მეორე მხრივ, თავად გაასაჯაროვეს გასაიდუმლოებული ნივთმტკიცებები.
კონკრეტულად მოკლული შვილების ტანსაცმელი, რომელიც მე ჯერ კიდევ არ მინახავს იქიდან გამომდინარე, რომ კანონი არ მაძლევდა უფლებას მენახა ჩემი შვილის ტანსაცმელი”- წერს სარალიძე.
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

