უკან

პოლიტიკა

6 ივლისი, 2017 18:45
font-size

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ საჩივრის შესახებ გადაწყვეტილება 13 ივლისს გამოცხადდება

დაარღვია თუ არა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაუწყებლობის შესახებ კანონი - გადაწყვეტილებას კომუნიკაციების ეროვნული კომისია 13 ივლისს გამოაცხადებს. დღეს კი „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების “ სარჩელი კომისიამ არსებითად განიხილა.

„თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განთავსებული კლიპის შესახებ ედავებიან. სარეკლამო რგოლში ამბობენ, რომ საქართველო, საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტოზე გადადის, ევროპული საპარლამენტო მმართველობა კი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს გულისხმობს.

„თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ რეკლამა არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის სტატუსს და მისი მიზანი მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების სასარგებლოდ ცალმხრივი და მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებაა.

„სარეკლამო რგოლი არ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტს, რომელიც სოციალურ რეკლამას განმარტავს. მართალია, რეკლამის შინაარსში მოხსენიებული არ არის მმართველი პოლიტიკური ძალა, მაგრამ რეკლამის შინაარსი სწორედ ამ პოლიტიკური გუნდის იდეების გამტარებელია. შინაარსიდან არ იკვეთება არც საქველმოქმედო, არც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი, პირიქით, რეკლამა მიკერძოებულად აწვდის მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ ინფორმაციას, ხოლო მისი მიზანია, საზოგადოების ქცევის შეცვლა მმართველი ძალის ინტერესების სასარგებლოდ“, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ.

„რეკლამაში პირდაპირ ნათქვამია, რომ დახვეწილ ევროპულ სისტემებში პრეზიდენტის არჩევა ხდება პარლამენტის მიერ და არ ხდება ხალხის მიერ, რაც არის უბრალოდ მიზანმიმართული ტყუილი, რადგან ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკების უმეტესობაში პრეზიდენტის არჩევა ხდება პირდაპირ, ხალხის მიერ",- აღნიშნა თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ.

საჩივრის მიხედვით, „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ მოითხოვენ, მიეცეს გაფრთხილება საზოგადოებრივ მაუწყებელს და დაევალოს შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამის გაშვება ეთერში.

საჩივრის ხელმომწერები არიან: „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე, აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია.

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება - ირაკლი კობახიძე

1 მაისი, 2024 , 18:15

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრე

მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი

1 მაისი, 2024 , 16:15

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოს ევროპული მიმართულებისადმი მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა. იუკნევიჩიანე აქციის დარბევის ვიდ

ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი

1 მაისი, 2024 , 15:39

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა 30 აპრილს - 1 მაისს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეების დარბევას. "ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროს არის გამოსავალი. გერ

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი

1 მაისი, 2024 , 15:27

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს გან

ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება - პრეზიდენტი

1 მაისი, 2024 , 14:46

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და ა

„სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანებს“ - ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა

1 მაისი, 2024 , 12:31

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა. „სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი