უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მარტი, 2025 17:17
font-size

სესხის წინმსწრებად დაფარვის საკომისიოს ზედა ჭერის შემცირება მომხმარებელს ერთი ბანკიდან მეორეში სესხის გადატანას გაუმარტივებს - ნათია თურნავა

ეროვნულ ბანკში, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელ ორგანოში, მომხმარებელთა უფლებების უკეთ და მეტად დაცვის მიზნით, მუდმივად ვზრუნავთ და ვაუმჯობესებთ კანონმდებლობას. სწორედ ამას ემსახურება სესხის წინმსწრებად დაფარვის საკომისიოს ზედა ჭერის შემცირება, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია კონკურენციისთვის და მომხმარებელს ერთი ბანკიდან მეორეში სესხის გადატანას გაუმარტივებს, რაც ნაკლებ თანხებთან იქნება დაკავშირებული, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

ცვლილების თანახმად, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება.

აღნიშნული ცვლილების დაცვა ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის 1 მაისიდან მოუწევთ.

„ამ ცვლილებით პრაქტიკულად ოთხჯერ შევამცირეთ წინმსწრების საკომისიოს მოცულობა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საბანკო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივ. ასევე, მნიშვნელოვანია ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობა, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და რეგულაციებით ხელმძღვანელობს. კომისია 2024 წელს ავამოქმედეთ, ამ პერიოდში 90 დავა იქნა განხილული მომხმარებელთა და საფინანსო სექტორის ინსტიტუციებს შორის, რომელიც ეხება არაავტორიზებულ გადახდებს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს როგორც ბარათით, ასევე მობაილ ბანკით“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დავების 85% მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა და 300 000 ლარამდე აუნაზღაურდათ დანაკარგი.

ნათია თურნავას ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ მსოფლიო ბანკთან ერთად სებ-მა ასევე დაიწყო ახალი პროგრამა, ახალი სტრატეგიის შემუშავება.

„ეს პროგრამა მიზნად ისახავს არსებული რეგულაციის მეტად დახვეწას, თუ რა უნდა გაკეთდეს საფინანსო სექტორში კონკურენციის წახალისებისთვის ისე, რომ ფინანსური სტაბილურობა შენარჩუნდეს“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება "რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია

3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.8.0 ვერსიაში სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის  განახლებული ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმო

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნ

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება

3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება. Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პრო

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო

2 ოქტომბერი, 2025 , 16:42

საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, იწყება ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიი