კომენტარი
შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს: უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება იქნებოდა საჭირო და არც თქვენი პასუხი
ძვირფასო რუსლან, მართალია, სიტყვას აწონვა და ისე თქმა უნდა. აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება, ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა, – ასე პასუხობს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებას.
მისი თქმით, საქართველოს გამორჩეული სოლიდარობა აქვს უკრაინელი ხალხის მიმართ ისტორიული გამოცდილების გამო.
„აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია, იმ მოტივით, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა სახელმწიფო მობილიზებით უკრაინაში მოხალისეების გაშვებაზე და ომში პირდაპირ ჩაბმაზე; აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის წამება და მოკვლის მცდელობა დააბრალა, ისევე როგორც აწონვა სჭირდებოდა მის მანამდელ გადაწყვეტილებას, თავისთან შეეფარებინა ქართველი დიქტატორი; აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებასაც, რომლითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წევრები არასასურველ პირებად გამოაცხადა, მაშინ როცა სწორედ ამ ხელისუფლებამ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და მათ უსაფრთხო თავშესაფარი მისცა. აწონვა უნდოდა უკრაინის სხვადასხვა დელეგაციის მიერ საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუციების და გადაწყვეტილებების მხარდაჭერას. არადა, სწორედ საპირისპირო ქცევა იქნებოდა ის, რასაც თქვენ წესიერებას უწოდებთ და რასაც ქართული დელეგაციები უკრაინასთან მიმართებით შესხენების გარეშეც აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, გადახედავდით, გაერო-ს რეზოლუციაზე ვინ მიჰყვა თქვენ მიერ ნახსენებ წესიერების სტანდარტს.
დაბოლოს, აწონვა უნდოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებებსაც, რომლითაც საქართველოს ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ. ამიტომ, დიახ, უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა. საქართველოს გამორჩეული სოლიდარობა აქვს უკრაინელი ხალხის მიმართ იმ ისტორიული გამოცდილების გამო, რომელიც ჩვენ თავადაც გამოვიარეთ და რომელიც ჯერ არ დასრულებულა. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენც ჯერ კიდევ ბრძოლაში ვართ, ჩვენც ყველა უცხოური ხელისუფლებისგან ველით სიტყვების ზუსტად ისევე აწონვას საქართველოსთან დაკავშირებით, როგორსაც თქვენ ელით. უკრაინის ხელისუფლება აქ გამონაკლისი ვერ იქნება. მეგობრობის საპასუხოდ თავდასხმა და ცილისწამება ვერც ღირსებად და ვერც მადლიერებად ვერ ჩაითვლება. მეგობრობა ორმხრივია და ამ მეგობრობაში საქართველო პირნათელია“, – წერს პაპუაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
კომერციული ბანკები ვალდებული არიან, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად იმოქმედონ - ნათია თურნავა
26 თებერვალი, 2026 , 10:07
კობახიძე თვალებს კი აბრიალებს, მაგრამ ვერც ვერაფერს იზამს, რადგან იძულების შემთხვევაში საერთოდ ჩამოაქცევს საბანკო სისტემას და ეკონომიკას - გია ხუხაშვილი
25 თებერვალი, 2026 , 20:34
ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება - ირაკლი კობახიძე
25 თებერვალი, 2026 , 12:12
კახა კალაძე ჟურნალისტს - 2011 წელს, როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში
23 თებერვალი, 2026 , 16:01
ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს - ირაკლი კობახიძე
23 თებერვალი, 2026 , 13:12
პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე
20 თებერვალი, 2026 , 17:03




