უკან

კომენტარი

18 აგვისტო, 2025 18:36
font-size

შეიძლება, მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან, ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს, ამას დადგენა სჭირდება - მამუკა მდინარაძე

შეიძლება, მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან, ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს, ამას დადგენა სჭირდება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ეფ-ეს-ბე“) განცხადებას.

მისი თქმით, ყველა ქვეყანას, აქვს თავისი ინტერესები, და ყველა ქვეყნის და მისი სპეცსამსახურების მსგავსი განცხადება უნდა განვიხილოთ მისი ინტერესებიდან გამომდინარე.

"პირველად მესმის ახლა თქვენგან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი რეაქცია, რაც მაქვს - არაფერს გამოვრიცხავ. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს, მათ შორის, რუსეთის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირების ავტორი ქვეყნის სპეცსამსახურებს თავისი ინტერესები აქვთ და მის გაშიფვრას მე ვერ დავიწყებ. შეიძლება ასეც იყოს, ან არ იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება.

ყველა ქვეყანას, ოკუპანტსაც, არაოკუპანტსაც, მეგობარს თუ მეგობრად წოდებულს, აქვს თავისი ინტერესები, და ყველა ქვეყნის და მისი სპეცსამსახურების მსგავსი განცხადება უნდა განვიხილოთ მისი ინტერესებიდან გამომდინარე.

რუსეთს აქვს ინტერესი დააზიანოს სხვადასხვა ინტერესები, სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსი. ოკუპაცია განგრძობითად, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს მყარად და ა.შ. მათ შორის, ებრძვის დღეს და დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს უკრაინის. რა ინტერესები ექნება? მეგობრული ინტერესები ამასთან მიმართებაში არ ექნება, ხომ?! და უნდა გამოვიდეს ის თავისი ინტერესებიდან და ასეთ განცხადებებს აკეთებენ და ჩვენ როგორ გავშიფროთ ეს, როგორი ჟესტია, დაკავშირება უნდა თუ არა, დიდი ალბათობით, ეს შეიძლება ასეც იყოს, ან არ იყოს. შეიძლება მართლაც ასე იყო, და გამოაგდეს და აწყობდათ რეალობის ასახვა, შეიძლება, მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან, ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს, ამას დადგენა სჭირდება. სამართალდამცავებიც ამასთან დაკავშირებით ჯერ მოახდენენ რეაგირებას და შემდეგ განცხადებას გააკეთებენ". - თქვა მამუკა მდინარაძემ.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა, რომელსაც მათივე განცხადებით, უკრაინის სპეცსამსახურები ამზადებდნენ. მათივე მტკიცებით, ასაფეთქებელი საქართველოს გავლით, ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან გადაიტანეს.

საკვანძო სიტყვები:

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე

2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ყველას შეუძლია, შეიკრიბოს და გამოხატოს საკუთარი აზრი მშვიდობიანად, ეს იქნება უზრუნველყოფილი 4 ოქტომბერსაც, ამავდროულად, მინდა, გავაფრთხილო ყველა, არ დაარღვიონ კანონი, როგორც კი კანონს დაარღვევენ, მაშინვე მიიღებენ მკაცრ&n

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე

2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე

2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

მხოლოდ პოლიციის რიგებში 40 000-ზე მეტი თანამშრომელია. ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმ

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე

2 ოქტომბერი, 2025 , 10:59

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საფუძველზე ურბანულად სწორად ვითარდება. მან ურბანულ პოლიტიკასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტები

ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი

1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წ

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე

1 ოქტომბერი, 2025 , 16:21

თუ ვინმეს სურვილი აქვს გამოცადოს სახელმწიფოს ძალა, ეს მისი ნებაა. აბა, გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მ