უკან

კომენტარი

14 მარტი, 2017 18:15
font-size

შეიძლება მომხდარიყო ჭყლეტა და 100%-ით გეუბნებით, რომ იქ ადამიანები ძალიან სერიოზულად დაზარალდებოდნენ - გიორგი მღებრიშვილი

ჩვენს თავს იმის უფლებას ვერ მივცემდით, რომ გამოგვეყენებინა უხეში ძალა. 100%-ით გეუბნებით, რომ იქ ადამიანები ძალიან სერიოზულად დაზარალდებოდნენ, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისი თქმით, პოლიცია არ ჩაერია აქციაზე მიმდინარე პროცესებში იქამდე, სანამ ქუჩაში მხოლოდ ”კრიმინალები არ დარჩნენ”.

”ჩვენ არ გამოვედით, სანამ ბოლომდე არ დაიწმინდა აქცია. ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია გარედან, რომ ვინც ცნობისმოყვარეობის მიზნით იყო მოსული, ეს ადამიანები წავიდოდნენ და დაიშლებოდნენ. როგორც კი ადგილზე დარჩნენ კრიმინალები, მერე უკვე ჩვენ ჩავერიეთ. უფრო მეტად გვიღირს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ვიდრე ორი-სამი დამწვარი მანქანა. იმ შეურაცხყოფასაც ავიტანთ, რაც მოგვაყენეს. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და ჩვენ ამას მაქსიმალურად ვიჩენთ. მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისა, რაც შეგვეძლო - მოთმინებას ვგულისხმობ. დილისკენ, როდესაც უკვე შეიმჩნეოდა, რომ კრიმინალების მეტი იქ არავინ აღარ იყო, ჩვენ გამოვედით. თუ დაზიანებულია ვინმე, ისევ პოლიციის თანამშრომლები არიან დაზიანებული. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. ჩვენს თავს იმის უფლებას ვერ მივცემდით, რომ გამოგვეყენებინა უხეში ძალა. შეიძლება მომხდარიყო ჭყლეტა და 100%-ით გეუბნებით, რომ იქ ადამიანები ძალიან სერიოზულად დაზარალდებოდნენ”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისი თქმით, პირადად იძლევა იმის პირობას, რომ სიმშვიდე არამარტო აჭარაში, არამედ მთელს საქართველოში იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი

18 ნოემბერი, 2025 , 15:42

„იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დ

ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 13:58

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად, – ამის შესახებ „ლელოს

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი

13 ნოემბერი, 2025 , 15:26

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან,

სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა

13 ნოემბერი, 2025 , 14:56

ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად