არქივი
კომენტარი
შესაძლებელია, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს - ირაკლი ხმალაძე
შესაძლებელია, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
კალაძის მოადგილე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს რა ღონისძიებები იქნება მეტროს მემანქანეების მიმართ გამოყენებული - დისციპლინური პასუხისმგებლობა თუ სამსახურიდან გათავისუფლება.
„რა თქმა უნდა, შესაძლოა, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ეს არის სამართლებრივი საკითხი. მათი მხრიდან დარღვეულია კომპანიის შინაგანაწესი, კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა ღონისძიებები, ამას ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ“, - განაცხადა ხმალაძემ.
ვიცე-მერის თქმით, ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და გააგრძელონ დედაქალაქის მომსახურება.
„ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ, რომ სამართლის და კანონის ჩარჩოებში ჩავჯდეთ. დავუბრუნდეთ ყველა იმ მოვალეობის შესრულებას, რასაც კანონი და ქალაქის ინტერესები გვავალდებულებს“, - განაცხადა ხმალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

