უკან

სამართალი

5 ივლისი, 2018 12:15
font-size

შესაძლებელია, თეა წულუკიანზე ლევან კალაძის გატაცების შემკვეთები გავიდნენ და იგი კორუფციულ გარიგებაში ჩაითრიეს - თბილისის ყოფილი პროკურორი

თეა წულუკიანმა დანიშვნისთანავე წარმატებით გააგრძელა ელიტურ კორუფციული საქმიანობა. ამ პერიოდში წულუკიანის საჯარო განცხადება, ლევან კალაძის გატაცებაში მონაწილე პირების უდანაშაულობის შესახებ, სწორედ კორუფციულ გარიგებაში მის მონაწილეობას ადასტურებდა, - განაცხადა თბილისის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა გაზეთ ,,ქრონიკა +’’-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, თეა წულუკიანმა დაივიწყა ის ფაქტიც კი, რომ ლევან კალაძის ძმა, კახა კალაძე მისი თანაგუნდელი იყო.

,,წულუკიანი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით შეეცადა კალაძის გატაცებისა და მკვლელობის საქმის ძირის გამოთხრას და მსჯავრდებულთა გათავისუფლებას. წულუკიანს ახალი გაკეთებული ჰქონდა ეს დანაშაულებრივი საჯარო განცხადება, როდესაც იუსტიციის სამინისტროს ლიფტთან მისი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე შემხვდა, რომელსაც ვუთხარი, რომ მინისტრს არ ჰქონდა ასეთი განცხადების გაკეთების უფლება, რომ ეს განცხადება ანტისახელმწიფოებრივი იყო. სავარაუდოდ, ასეთმა წინააღმდეგობამ აიძულა წულუკიანი, ხელი აეღო თავის დანაშაულებრივ განზრახვაზე, მაგრამ ამ ფაქტმა ეს ბოროტი ქალბატონი კიდევ უფრო გააბოროტა და პოლიტსაბჭოს მეშვეობით შურისძიებას შეეცადა, რის გამოც იძულებული გავხდი, სამსახურიდან წამოვსულიყავი“, - განაცხადა გრიგალაშვილმა.

თბილისის ყოფილმა პროკურორმა 2004 წელიც გაიხსენა, როდესაც ის აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა.

გრიგალაშვილის განცხადებით, მას ტელეფონით დაუკავშირდა იმ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ლევან კალაძის მამა, კარლო კალაძე და სთხოვა, გენერალური პროკურატურიდან ეს საქმე ქალაქის პროკურატურაში წამოეღო. მისივე თქმით, თავდაპირველად თხოვნაზე უარი უთხრა, რადგან საქმე გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურაში იყო და ამასთან, ახალი მომხდარი იყო ფაქტი, როდესაც სვანეთში შუა საუკუნეებში გარდაცვლილი ადამიანის ნეშტს მიაკვლიეს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს ის იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული ახალგაზრდის ნეშტი. როგორც გრიგალაშვილი ამბობს, მას საქმის წამოღებას სთხოვდა თბილისის პოლიციის მთავარი სამმმართველოს უფროსის მოადგილე გენერალი, დავით კეკუაც, რომელიც შემდგომში მეშვიდე საპყრობილეში გარდაიცვალა. გრიგალაშვილი არ გამორიცხავს, რომ კეკუას გარდაცვალების ფაქტზე კვალიფიციური გამოძიება თუ ჩატარდება, შესაძლოა, დადგინდეს, რომ მას თავი არ მოუკლავს, არამედ მოკლეს, როგორც დიდი ინფორმაციის მატარებელი.

,,კარლო კალაძე ჩემთან მიღებაზე იმყოფებოდა და საქმის წამოღებას მთხოვდა. ამჯერად კაცის ცრემლებს ვეღარ გავუძელი და შევპირდი, რომ საქმის წამოღების გარეშეც შეიძლებოდა მისი თხოვნის შესრულება, პოლიციას წერილობით დავალებას მივცემდი და ისინი გაააქტიურებდნენ სამძებრო-ოპერატიულ ღონისძიებებს. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის ეთიკის კოდექსისა და საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, მე არ მქონდა უფლება სხვა დანაყოფის წარმოებაში მყოფ საქმეში ჩარევისა, დაზარალებულის თხოვნას ანგარიში გავუწიე და დავით კეკუას წერილობითი მიმართვა-დავალება გადავეცი. დავით კეკუასთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ პოლიციას მართლა ჰქონდა ინფორმაცია არამხოლოდ ლევან კალაძის გამტაცებლის, არამედ დანაშაულის შემკვეთების შესახებაც.

პოლიციის ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ისანი-სამგორის პროკურატურიდან გამოთხოვილ იქნა იმ პერიოდში უცნობი მამაკაცის გვამის აღმოჩენის ფაქტზე არაღძრული რამდენიმე მასალა. ერთ-ერთი მასალის გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ პოლიციის ინფორმაცია უტყუარი იყო, ვინაიდან გვამის აღწერილობა და ტანსაცმელი ამ ინფორმაციის უტყუარობაზე მიუთითებდა. ფაქტზე აღიძრა საქმე და გენერალური პროკურატურას დნმ-ის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაეგზავნა. ასე ჩაეყარა საფუძველი იმ საქმის გახსნას, რომლის დანგრევასაც აპირებდა თეა წულუკიანი. სავარაუდოდ, შესაძლებელია, თეა წულუკიანზე ამ დანაშაულის შემკვეთები გავიდნენ და იგი კორუფციულ გარიგებაში ჩაითრიეს“, - განაცხადა ვალერი გრიგალაშვილმა.

30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

1 მაისი, 2024 , 11:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინა

გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი - შსს

1 მაისი, 2024 , 10:18

პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, აღნიშნული პირები

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი