უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- 22.11.2024 13:07აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“
- 22.11.2024 12:49საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა
- 22.11.2024 12:01ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა
- 22.11.2024 11:01აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
არქივი
კომენტარი
შესაძლოა, ორშაბათამდე ვერ მივაღწიო და გავასწრო სალომე ბარკერის დას - ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის მანდატს ტოვებს
ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს ტოვებს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას დეპუტატი სავარაუდოდ ორშაბათს დაწერს.
„ორშაბათს დავწერ განცხადებას, მაგრამ შესაძლოა, ორშაბათამდე ვერ მივაღწიო და გავასწრო სალომე ბარკერის დას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დეპუტატმა.
ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.
ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გუშინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი. მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.