კომენტარი
შესაძლოა, ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე ხელისუფლება იძულებული გახდეს, მანდატების განაწილების წესი შეცვალოს - ზურაბ ჭიაბერაშვილი
"ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე, „ხელისუფლება გახდეს იძულებული, მანდატების განაწილების წესი შეცვალოს“.
"ვენეციის კომისიის კრიტიკული დამოკიდებულება მანდატების განაწილების იმ წესის მიმართ, რაც "ქართულმა ოცნებამ" შემოგვთავაზა, მოსალოდნელი იყო. ეს არ არის საყოველთაოდ გაზიარებული პრაქტიკა ევროპაში. სრულიად შესაძლებელია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე, ხელისუფლება გახდეს იძულებული, მანდატების განაწილების ის უსამართლო წესი, რაც შემოგვთავაზა, შეცვალოს და დაამკვიდროს მანდატების განაწილების სამართლიანი წესი, რასაც ჩვენ, "ევროპული საქართველო" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვთავაზობთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ჭიაბერაშვილმა.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში გუშინ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ვენეციის კომისიას გარკვეული შენიშვნა აქვს, მანდატების განაწილებას უკავშირდება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

