უახლესი ამბები
- 10.10.2025 14:42მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა
- 10.10.2025 14:18მოვუწოდებთ დაცვის მხარეს, წარმოადგინონ დაკავებულებზე კამპანიური ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის მიზანშეწონილობაზე - პროკურატურა
არქივი
პოლიტიკა


შეცდომები არა „ფრიდომ ჰაუსის“, არამედ მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მიკერძოებული სუბიექტების ბრალია - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ თავის 2017 წლის ანგარიშში ფაქტების ჩასწორება იმაზე მიუთითებს, რომ მის მიმართ შენიშვნები მართებული იყო.
კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი დაადანაშაულა იმაში, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციით „ფრიდომ ჰაუსი“ შეცდომაში შეიყვანეს.
„ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არაერთი, პრაქტიკულად, ათეულობით შეცდომა. იყო ფაქტობრივი შეცდომები Freedom House-ის ანგარიშში, ამაზე ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება. მე ვფიქრობ, ეს არ არის Freedom House-ის ბრალი, ეს არის იმ მიკერძოებული ორგანიზაციების და იმ მიკერძოებული სუბიექტების ბრალი, რომლებიც აწვდიან არასწორ ინფორმაციას Freedom House-ს. ეს არის მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, ეს არის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, რომლის ინფორმაციასაც ეფუძნებოდა Freedom House-ის ანგარიში. სამწუხაროდ, ამ მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა არასწორი დასკვნა მთელი რიგი ხარვეზებით, ფაქტობრივი უზუსტობებით და ძალიან კარგია, რომ ეს უზუსტობები სწორდება. ძალიან კარგია, რომ ყურადღება გამახვილდა ამ ყველაფერზე. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სწორი იყო ჩვენი მხრიდან ამ ანგარიშის გაკრიტიკება და ამ უზუსტობებზე და შეცდომებზე მითითება“, - განაცხადა კობახიძემ.
11 აპრილს „ფრიდომ ჰაუსმა“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად საქართველოში მედიათავისუფლების თვალსაზრისით გაუარესებული ტენდენცია შეინიშნება. ამის დასადასტურებლად ორგანიზაციას რამდენიმე ფაქტი ჰქონდა მითითებული, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის დახურვა. 2 დღეში ორგანიზაციამ ეს შეცდომა აღიარა.
რაც შეეხება „იმედს“, ანგარიშში ეწერა, რომ 2012 წლამდე ტელეკომპანია კრიტიკული იყო მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, თუმცა ვითარება შეიცვალა მთავრობაში „ქართული ოცნების“ მოსვლით. „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნაში ეწერა, რომ არხი ლოიალურია მოქმედი მმაღტველი გუნდის მიმართ. 14 მაისს ორგანიზაციის ვებგვერდზე შენიშვნა გამოქვეყნდა, რომელშიც „ფრიდომ ჰაუსმა“ „იმედთან“ დაკავშირებით ორი მცდარი ფაქტი აღიარა და სენიშვნით სახით გაასწორა. იქ წერია, რომ „ამ ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში შეცდომით ეწერა, რომ ტელეკომპანია „იმედზე“ საკუთრების უფლება გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუბრუნა. სინამდვილეში, ტელეკომპანიაზე კონტროლი ოჯახს დაუბრუნა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მას შემდეგ, რაც ის 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა. ასევე, ამ ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში არასწორად იყო აღნიშნული, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის გაერთიანება „შერწყმის“ შედეგი იყო, როდესაც სინამდვილეში ეს კომბინაცია ორი გარიგების შედეგია“.
საკვანძო სიტყვები:
სახელმწიფოს დამამხობლები კიდევ ბედავენ, დედაქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტი შეუქმნან, სახელმწიფო ამ საკითხს მეთოდურად უდგება - შალვა პაპუაშვილი
10 ოქტომბერი, 2025 , 14:49
„მეგობარი აქტის“ ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს - კახა კალაძე
10 ოქტომბერი, 2025 , 14:38
ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა - კახა კალაძე
10 ოქტომბერი, 2025 , 14:31

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება
10 ოქტომბერი, 2025 , 10:03

ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება - ლელა ჯეჯელავა
9 ოქტომბერი, 2025 , 16:07

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე
9 ოქტომბერი, 2025 , 14:21