უკან

კომენტარი

15 სექტემბერი, 2018 11:40
font-size

შეუძლებელია ომის დაწყებაში დაადანაშაულო სააკაშვილი და არ დაადანაშაულო საქართველო - დავით ზურაბიშვილი

„რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის შესახებ სტატუსს წერს.

,,ომი საქართველომ კი არა მიშამ დაიწყოო, ვინც გაიძახით და გულწრფელად აღშფოთებულები ხართ, რა შუაშია ქვეყანა, როცა სააკაშვილზე ვუბნობთო.

რამდენიმე უმარტივესი კითხვა მაქვს თქვენთან:

მეორე მსოფლიო ომი გერმანიამ დაიწყო თუ ჰიტლერმა?

ავღანეთში ომი საბჭოთა კავშირმა დაიწყო თუ ბრეჟნევმა?

ჰიროსიმაში ატომური ბომბი ამერიკამ ჩამოაგდო თუ ტრუმენმა?

საერთაშორისო ურთიერთობებში და მით უმეტეს ომის დროს ქვეყანა და მისი ხელისუფლება რომ ერთი და იგივეა, ამის გაცნობიერება ეტყობა გიჭირთ ცოტა. როგორც ჩანს, ასევე გიჭირთ იმ ელემენტარული ჭეშმარიტების გააზრება, რომ ყოველი შემდგომი ხელისუფლება პასუხისმგებელია მისი წინამორბედი ხელისუფლების ქმედებებზე და ეს არის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი.

იგივე გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის შედეგად ტერიტორიები დაკარგა და საერთოდ ორად გაყვეს. ეს რეალობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იმდროინდელ ხელმძღვანელობას სულ არ უხაროდა, მაგრამ კანცლერ ადენაუერს, ნაციზმის დროს რეპრესირებულ ანტიფაშისტს, ის კი არ უთქვამს: გერმანია რა შუაშია, ეგ ჰიტლერი იყო ჰოლოკოსტს რომ აწყობდა, თორემ მე ციხეში ვიჯექი მის დროსო.

ამიტომაც შეუძლებელია ომის დაწყებაში დაადანაშაულო სააკაშვილი და არ დაადანაშაულო საქართველო. შეუძლებელია ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს წინა ხელისუფლებას ისე, რომ სერიოზულად არ დაზარალდეს ქვეყანა ამ ხელისუფლების დროს. გაიგეთ ეს ერთხელ და სამუდამოდ და შეუშვით თქვენს ტვინებში თუ დაგრჩათ რაიმე პატრიოტიზმის მსგავსი გრძნობა მაინც. თუ არა და როგორც თქვენი საყვარელი რუსები იტყოდნენ: "Бог вам судья и Саломе Зурабишвили президент!" - წერს დავით ზურაბიშვილი.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი