პოლიტიკა
შეურაცხმყოფელ კომენტარებზე ჩემი პასუხი იქნება ძალიან ღია და ამას გავაკეთებ, როცა დავბრუნდები - ეკა ბესელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ არაეთიკური განცხადებები გააკეთეს, რომლებსაც პასუხს გასცემს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ.
როგორც დეპუტატმა პირველ არხს განუცხადა, მდინარაძეცა და კობახიძეც მხარს უჭერდნენ იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩატარებას წლის ბოლო კვირას, რითაც ისინი მხარს უჭერდნენ მოსამართლეობის კანდიდატთა სიას.
„თავს ვალდებულად მივიჩნევ, ვუპასუხო შეურაცხმყოფელ კომენტარს და ჩემი პასუხი იქნება ძალიან ღია. ამას გავაკეთებ, როცა დავბრუნდები, მდინარაძესაც და კობახიძესაც მინდა ვუთხრა, რომ ისინი ორივე მხარს უჭერდნენ კომიტეტის ამ სხდომის ჩატარებას წლის ბოლო კვირას, ამით ისინი მხარს უჭერდნენ ამ სიას. ეს არის პრინციპული შეუთავსებლობა, ღირებულებათა სხვაობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. რაც შეეხება ახალი ვერსიის შემოტანის უნიჭო მცდელობას, რომ იყო რაღაც სხვა მიზეზი, რატომ ვერ ამბობენ, რა იყო ის სხვა მიზეზი. ვერ ამბობენ, რადგან არაფერი სხვა მიზეზი არ არსებობს ამ მიზეზის გარდა.
კარგია, რომ კობახიძემ თავად ახსენა აგვისტოში იმ ფარული დინებების შესახებ, რომელიც მათ შორის მისი მონაწილეობით მიმდინარეობდა გუნდში და ეხებოდა სწორედ იურიდიულ კომიტეტს. კობახიძემ თავად ახსენა ეს და რადგან ახსენა, ამიტომ უკვე არ იქნება ჩემგან სწორედ ამ ეთიკური წესის დარღვევა, რომ ამას ვუპასუხო. რატომ არ მოხდა მაშინ ჩემი წასვლა კომიტეტიდან, იქნებ ახსნას, ან რატომ უნდა გადავსულიყავი კომიტეტიდან და რატომ უნდა წავსულიყავი. ეს კითხვა დაუსვით მას, რატომ უნდა მიმეღო ეს გადაწყვეტილება, როცა არ მქონდა ამის სურვილი და თუ ასე იყო, რატომ არ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება აბა ამაზეც ისაუბროს”, – განაცხადა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

