უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 მარტი, 2023 15:16
font-size

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ოთარ სიჭინავამ გამოაცხადა.

კიდევ ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე ნინუას მიმართ სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„დავით კეზერაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24:03:22 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მეორე, მესამე პუნქტების შეცვლის საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. დავით კეზერაშვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიღებული ზიანის ანაზღაურება 5 060 000 ევროს ეკვივალენტით ლარის ოდენობით. ალექსანდრე ნინუას მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. დავით კეზერაშვილს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3 000 ლარის ოდენობით. დავით კეზერაშვილის მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ დაეკისროს 5 000 ლარის გადახდა ალექსანდრე ნინუას მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში. გადაწყვეტილება შეიძლება, 21 დღის ვადაში გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მეექვსე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით“, – განაცხადა მოსამართლემ.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით, დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

„ლილო მოლის“ ბაზრობაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა

2 მაისი, 2024 , 16:03

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართ

30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

1 მაისი, 2024 , 11:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინა

გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი - შსს

1 მაისი, 2024 , 10:18

პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, აღნიშნული პირები

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი