უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 თებერვალი, 2020 17:15
font-size

სიგარეტი 15 ლარამდე გაძვირდება - „უნდათ ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში?”

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია რას ემსახურება ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადება, რომ სიგარეტი საქართველოში 15 ლარამდე გაიზრდება. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მსგავსი გადაწყვეტილებები „ქართული ოცნებისთვის ნეგატიურად აისახება.

ანალიტიკოსი ხელისუფლებას რჩევას აძლევს - სიგარეტის გაძვირებამდე, საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი ევროპულ სტანდარტს გაუტოლოს.

„სრულიად აბსურდული ვითარება იქნება. როდესაც ასოცირების ხელშეკრულება ფორმდებოდა, მაშინ უნდა ყოფილიყო ამაზე ლაპარაკი ძალიან დაწვრილებით და ზუსტად - ჩვენ რა პერიოდში შევძლებდით იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს.

„როდესაც ვსაუბრობთ გაძვირებაზე და ვამბობთ, რომ ფასები ევროპის ფასებს უნდა გაუთანაბრდეს, შემოსავლები როგორია - ამას რატომ არ კითხულობს ფინანსთა მინისტრი? ვერ გამიგია ხელისუფლებას რა უნდა. ცდილობს სიტუაცია იქამდე მიიყვანოს, რომ როგორმე ხალხი ქუჩაში გამოვიდეს? ეს არ არის მხოლოდ ერთი მიმართულებით. ბევრი ფაქტორი შემოდის ერთდროულად და ისედაც გაჩანაგებულ ამ ქვეყანას სრულიად მოუღებს ბოლოს. დღეს ამის შემოღება კატასტროფაა.

„მთავრობას მივცემ ერთ კარგ რჩევას: ევროპაში საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე რამდენია და როგორია საქართველოში - სიგარეტის ფასები და არ მარტო სიგარეტის, იმ პროპორციით გაზარდოს ნებისმიერი მიმართულებით. მარტივი ფორმულა - ვიცით ევროპაში საშუალო შემოსავალი რა აქვს თითო სულ მოსახლეს, ვიცით რამდენია საქართველოში. ჩვენთან საშუალო ხელფასი ხუთასი ლარია და ეს შემოსავალიც არ აქვს ყველას. როგორც კი მოგვემატება შემოსავალი, ავწიოთ ფასი.

„ეს არის ვიღაცებისთვის ხელის მოსათბობად და არა ხალხისთვის. არ ვსაუბრობ მხოლოდ სიგარეტზე, ზოგადად ვლაპარაკობ. როცა გვჭირდება - ევროპა ვართ, როდესაც სოცილაურ ვალდებულებებზეა საუბარი - ღარიბი ქვეყანა ვართ.

„ეს ცალსახად უარყოფითად იმოქმედებს. ძალიან ბევრი რამ, რასაც „ოცნება აკეთებს სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით, სწორედ მის საწინააღმდეგოდ არის და ვერ გავიგე, რატომ აკეთებენ. არჩევნების წინ, ნაცვლად იმისა, რომ სოციალური ვალდებელებების კალათა გაზარდონ, ხელისუფლება პირიქით აკეთებს და ვერ ვხდები რატომ. ქუჩაში უნდათ გამოიყვანონ ხალხი? არჩევნების წაგება უნდათ? - უთხრა „რეზონანსს ძაბირაძემ.

ცნობისათვის, ფინანსთა მინისტრი სიგარეტის ფასის ზრდას აანონსებს. ვანო მაჭავარიანის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირში ფასები თანაბარი უნდა იყოს.

ევროკავშირში სიგარეტის ფასები 5 ევროდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სიგარეტი საშუალოდ მინიმუმ 15 ლარი ეღირება.

გაზეთი რეზონანსი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი