უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ნოემბერი, 2017 10:35
font-size

სიღარიბის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ეს არის ჩვენი უმთავრესი გამოწვევა - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკური თვალსაზრისით ორჯერ ჩამოვრჩებთ ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას და დაახლოებით 10-ჯერ ჩამოვრჩებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი.“

მისი თქმით, მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.

„ეკონომიკური თვალსაზრისით ორჯერ ჩამოვრჩებთ ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას და დაახლოებით 10-ჯერ ჩამოვრჩებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებს. ასეთ პირობებში სიღარიბის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ეს არის ჩვენი უმთავრესი გამოწვევა.

2012 წელს დაგვხვდა ძალიან მწირი სოციალური ბიუჯეტი და ამ ფონზე ხუთი წლის განმავლობაში მოვახერხეთ სოციალური ბიუჯეტის გაორმაგება. ამის ხარჯზე მოხდა ის, რომ 80%-ით გაიზარდა პენსიები 5 წლის განმავლობაში, მოვახერხეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღება, რამაც ბუნებრივია უზრუნველყო შესაბამისი ხარჯების შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსები ორჯერ არის გაზრდილი, რაც ნიშნავს ორჯერ მეტ ჯანმრთელბის დაცვას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბუნებრივია ჩვენს ბიუჯეტს აქვს თავისი ზღვარი და გვჭირდება დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკვანძო სიტყვები:

მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

6 თებერვალი, 2026 , 12:09

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზი

ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ

6 თებერვალი, 2026 , 11:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეო

ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

6 თებერვალი, 2026 , 08:29

ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს. ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე

4 თებერვალი, 2026 , 18:45

კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანიაში Reichsbürgerbewegung-ში (რაიხის/იმპერიის მოქალაქეთა მოძრაობა) შემავალი ორგანიზაციების

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

4 თებერვალი, 2026 , 17:26

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპრ

ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

4 თებერვალი, 2026 , 16:59

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა. საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრებმა თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი