უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მარტი, 2018 11:20
font-size

„სითი პარკს“ აქვს მცდელობა მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინოს - ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კომპანია „სითი პარკს“ აქვს მცდელობა სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს.

როგორც ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენელთა განცხადებები, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთდა, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა.

„ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში აქვს მცდელობა „სითი პარკს“, მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინონ. სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო „სითი პარკის“ სარჩელი ისეთი აქტის გასაჩივრებაზე, რომელიც საფუძვლად არ დასდებია ხელშეკრულების შეწყვეტას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ განუმარტა კომპანიას, რომ ამ აქტის გასაჩივრების იურიდიული უფლება მათ არ აქვთ.

სხვა შემთხვევაში, ასეთი განცხადებების გაკეთება, რომ ორკესტრირებულია სასამართლოს და მერიის მოქმედებები, შეურაცხმყოფელია.

რასაკვირველია, „სითი პარკს“ აქვს საშუალება, რომ სასამართლოს გზით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები, ისევე, როგორც თბილისის მერიას. ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი, რომელსაც გვაჩვენებს სამომავლო პროცესები სასამართლოში და ცნობილი გახდება ყველასთვის.

ასეთი განცხადებების გაკეთება, რასაც ადგილი ჰქონდა „სითი პარკის“ წარმომადგენლის მხრიდან, ემსახურება სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. დღეს რა სარჩელზეც უარი განაცხადა სასამართლომ, რომ წარმოებაში მიეღო, ამ საფუძვლით ხელშეკრულება არ გაწყვეტილა „სითი პარკთან“, ამიტომ განმარტა სასამართლომ, რომ ამ აქტის გასაჩივრებისას კანონიერი ინტერესი არ გააჩნიათ. თუმცა, ეს გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს და სხვა გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ. მათმა იურისტმა, ნათია წკეპლაძემ ეს ძალიან კარგად იცის, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში მოსამართლე იყო“, - განაცხადა ხმალაძემ.

კომპანია „სითი პარკის“ სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, - აღნიშულთან დაკავშირებით, კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სასამართლომ ფორსირებულად, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს გამოატანინა დასკვნა, რომ 23 აგვისტოს მერიის კოლეგიური ორგანოს (მთავრობის) მიერ მიღებული განკარგულება არ იყო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი“.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი