არქივი
კომენტარი
,,სიტროენ ჯორჯიას“ საკითხზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს პრემერ-მინისტრთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ჰქონია
,,სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებული დავის საკითხზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, ნოდარ ხადურს პრემერ-მინისტრთან ამ დრომდე კომუნიკაცია არ ჰქონია.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის უწყებას ,,სიტროენ ჯორჯიას“ მასალებზე მუშაობა ჯერ დაწყებული არ აქვს.
ამასთან, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიკერძოებულ განხილვას კატეგორიულად გამორიცხავს.
,,მოკვლევის დაწყებისთვის ჩვენ გვაქვს ერთთვიანი ვადა. ჩვენ შევეცდებით, რომ თუ მანამდე მივიღეთ ინფორმაცია მოპასუხე მხარეებისგანაც და თავად ,,სიტროენ ჯორჯიასგანაც“, უფრო ადრე დავიწყოთ მოკვლევა. არ მქონია საუბარი ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ცნობისათვის, ,,სიტროენ ჯორჯიაში“ საუბრობენ მთავრობასთან შეთანხმებულ გაყალბებულ ტენდერებზე, რომლებმაც მათი თქმით, კომპანია დააზარალა.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ თუ მთავრობის წევრების ბრალეულობა საქმესთან მიმართებაში დადასტურდება, ის თანამდებობას დატოვებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

