არქივი
კომენტარი
სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს არის რისკი იმისა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა განხილვა შოუდ გადააქციონ - ირაკლი კობახიძე
სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს არის რისკი იმისა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა განხილვა შოუდ გადააქციონ - ჩვენ ორიენტირებული ვართ არა შოუზე, არამედ განხილვაზე, - ასე ახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დღევანდელი საკომიტეტო განხილვა პირდაპირი ეთერით არ გადაიცა.
მისი თქმით, სხდომების პირდაპირი ეთერით ტრანსლირების პირობებში საგნობრივი მსჯელობის შესაძლობა არ არის და პოლიტიკური ოპონენტები კონსტრუქციულ განხილვაზე მხოლოდ მას შემდეგ გადადადიან, როცა სხდომა იხურება.
“ჩვენ ამ განხილვების დროს ვართ აბსოლუტურად გახსნილი. დღევანდელ სხდომაზე დასწრება შეეძლო ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს. სხდომა იყო აბსოლუტურად ღია. სხდომის ტრანსლირების დროს არის რისკი იმის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა განხილვა შოუდ გადააქციონ. ჩვენი ამოცანაა, მუხლობრივად, ძალიან დეტალურად განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. შესაბამისად, ვართ ორიენტირებული არა შოუზე, არამედ განხილვაზე. დღეს სწორედ ამ ფორმატში ძალიან კონსტრუქციული განხილვა შედგა. ცვლილებებთან დაკავშირებით ძალიან დეტალური მსჯელობა გვქონდა და სრული კონსესუსის საფუძველზე ჩამოყალიბდა საკონსტიტუციო ცვლილებების ის რედაქცია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას და ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება. მინდა ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს განხილვები და სწორედ ამისათვის იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. ყველას შეუძლია ნებისმიერ სხდომაზე დასწრება. მთავარია, მოგვეცეს თითოეული მუხლის კონსტრუქციულად განხილვის შესაძლებლობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საპარლამენტო განხილვა დღეს პირდაპირი ეთერით ტრანსლირების გარეშე წარიმართა.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

