უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ოქტომბერი, 2018 15:00
font-size

სკოლებში მოზარდების მხრიდან მარიხუანის მოხმარების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა - ნათია მეზვრიშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

დეპუტატების შეკითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პასუხობს.

„დიახ, ამ კანონპროექტის მიზანი არის მარწუხების მოჭერა ყველა გაგებით. მე ვადასტურებ აქაც, გარეთაც და ყველა პლატფორმიდან და ყველა შეხვედრაზე. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას. ეს კანონპროექტი გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, პარკებში, სკოლებში არასრულწლოვნების თანდასწრებით, ვერავინ მოწევს მარიხუანას და თუ მოწევს დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამას აქვს თავისი ლეგიტიმური მიზანი. არ ვიცი ახლა ჩვენ თუ იმაზე უნდა ვიკამათოთ არასრულწლოვნის თანდასწრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოწევა უნდა ისჯებოდეს თუ არ უნდა ისჯებოდეს. მათ შორის იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც თქვენ მოგყავთ მაგალითად, რომლის პრაქტიკასაც თქვენ ძალიან ხშირად იშველიებთ. არც ერთ ევროპის ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, სკოლებში, პარკებში, ბავშვების თანდასწრებით, არსად მარიხუანის მოხმარება დასაშვები არ არის. სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა, რომ დაიცვას მართლწესრიგი და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და პირველ რიგში ნარკოტიკული საშუალების გავრცელებას არ შეუწყოს ხელი და თუნდაც მარიხუანის გავრცელებას არ შეუწყოს ხელი. ეს გახლავთ ამ კანონპრექტის მიზანი და ეს არის ამ კანონპროექტის მთავარი ამოსავალი.

თუ თქვენ მეუბნებით იმას, რომ თქვენ იქ დეტალებში წახვედით, რომ აი კვადრატული მეტრებზეა საუბარი და შენობის მახასიათებლებზეა საუბარი და ასე შემდეგ. დიახ, არის საუბარი იმიტომ რომ გარკვეული დღეების განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სკოლებში და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნების მოზარდების მხრიდან მარიხუანის მოხმარების ფაქტების. ახლა თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება რეგულაციები და ყველას ყველგან შეუძლია მოიხმაროს და თუ იმაზე ვსაუბრობთ და ვერ ვაცნობიერებთ საფრთხეებს, რომ არასრულწლოვნებისთვის ამ ნარკოტიკული საშუალების თუნდაც მარიხუანის ხელმისაწვდომობას რა შედეგებამდე შეიძლება მივიყვანოთ, ნუ მაშინ საერთოდ ამ დისკუსიას აზრი არ აქვს," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

26 სექტემბერი, 2025 , 17:52

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო საბანკო მომსახურების მიმწოდებლა

საქართველოს ბანკი, DANGEO Energy-სთან პარტნიორობით, რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს

26 სექტემბერი, 2025 , 17:45

საქართველოს ბანკი, როგორც გარემოს დაცვასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა, ქართულ-დანიურ კომპანია DANGE

მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა - გიორგი ჩიკვაიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:47

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებუ

გალტ & თაგარტი თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს – საპრიზო ფონდია $20,000

26 სექტემბერი, 2025 , 12:38

Galt & Taggart საფონდო ბირჟებზე ვაჭრობით დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალ პროექტს, თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს. ჩემპიონატი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საფონდო ბირჟაზე საკუთარი ცოდნა და სტრატეგიები გამოსცადო

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თელავში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-13 ნაკადი გადამზადდება

26 სექტემბერი, 2025 , 11:29

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება. პროექტი, რომლის მიზანი ქალი ლიდერების 360°-იანი მხარდაჭერაა, ამჯერად თელავში განხორციელდება. პროგრამა 5-7 ოქტომბერს სასტუმრო ესკიზში მეწარმეთა ახალ ნაკადს უმა

საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

25 სექტემბერი, 2025 , 18:49

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას, რაც მათ დაცვასა და აღდგენას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით, ს