უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 მარტი, 2018 11:20
font-size

სოფ. ნავდარაანთკარში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასა და ნიშს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნავდარაანთკარში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასა და ნიშს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იუწყება.

უწყების ინფორმაციით, ტაძრის აღდგენის დროს არ გამოიყენეს ტაძრის მშენებლობის მსგავსი მასალა, თუმცა მან შეინარჩუნა ის ნიშნები, რომლის მიხედვით მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

წმ. გიორგის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (12.4×8.05 მ). აშენებულია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს (დასავლეთის კარი ეკლესიის აღდგენის დროს ამოუშენებიათ (ძველი გადაკეთებაა)). კარი შიგნიდან არქიტრავულია, გარედან კი ტიმპანითაა დასრულებული. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია (სარკმლები გადაკეთებულია). აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის კამარა მხრებზე გადასულ თაღს ებჯინება. დარბაზის სივრცე დაუნაწევრებელია. ტაძარს ჩრდილოეთიდან გვიანი მინაშენი აქვს, რომელში გასასვლელად ტაძრის ჩრდილოეთ კედელი გაურღვევიათ. მინაშენი სწორკუთხაა და ეკლესიაზე მოკლეა. აღმოსავლეთის კედელში მცირე სარკმელი აქვს. მინაშენს ცალფერდა გადახურვა აქვს. ტაძარი ადრე შუა საუკუნეებშია აგებული.

ნიში ტაძრის ჩრდილოეთით, 10 მეტრში დგას. ისტორიულად, წმ. გიორგის სახელობის იყო, ამჟამად კი ღვთისმშობლის სახელობისაა. აგებულია რიყის ქვით (2.5X2.1 მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის კედელში სახატე ნიშია გაკეთებული. გადახურულია დაბალი კამარით.

ტაძრის გარშემო სხვადასხვა ნაგებობათა კვალი იკითხება.

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ადღგენის დროს გადაკეთებულია და აღდგენისას გამოყენებული არაა ტაძრის მშენებლობის მსგავსი მასალა, ტაძარს მაინც აქვს შენარჩუნებული გარკვეული ნიშნები (ღრმა ნახევარწრიული და შვერილი აბსიდი, ტიმპანიანი კარი), რითიც ის შეიძლება განიხილოს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი