უახლესი ამბები
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


სოფიო ქაცარავა და დიმიტრი ცქიტიშვილი შვედეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს აგრძელებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობის პარალელურად, ქართველი დეპუტატები მაღალი რანგის შეხვედრებს მართავენ.
დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრა შვედეთის სამეფოს პარლამენტის (რიკსდაგი) წევრებთან გამართეს.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, თებერვალში საქართველოს ვიზიტით შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები ეწვევიან.
„განვიხილეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში ურთიერთობების გაძლიერების საკითხი, ასევე, გავამახვილეთ ყურადღება შვედეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და გაფართოებაზე და ჩვენი ხედვა, ასევე, კონკრეტული გეგმები გავაცანით“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრეს, რაც მისივე შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მხარეებმა, ასევე, საქართველოსა და შვედეთს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„შეხვედრა გვქონდა შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომლის დროსაც ჩვენი ურთიერთობების რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. პირველ რიგში, ეს იყო თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში, იმისთვის, რომ ურთიერთმხარდაჭერის კუთხით ჩვენთვის უფრო სასარგებლო საკითხები იქნას გატანილი ევროსაბჭოს სხვადასხვა მოხსენებებში და რეზოლუციებში.
ასევე, საუბარი იყო ორმხრივ ურთიერთობებზე, სადაც აღვნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შვედეთთან ურთიერთობების გაძლიერება, რომ თანამშრომლობამ სხვადასხვა საკითხები მოიცვას და უფრო აქტიური, დინამიური იყოს.
ვგეგმავთ შვედეთთან საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის მუშაობა გავააქტიუროთ, რაც ერთ-ერთი დამატებითი ინსტრუმენტი იქნება შვედეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გაძლიერების. საკითხები ძალიან ბევრია, მათ შორის, როგორც ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ასევე, პოლიტიკური, გენდერის, გარემოს დაცვის და სხვა საკითხები. ძალიან ბევრ საკითხში შვედეთი სამაგალითოა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე შედიან.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12