უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 დეკემბერი, 2018 13:00
font-size

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის გაცემის საკითხთან მიმართებაში ხარვეზები გამოვლინდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის გაცემის საკითხთან მიმართებაში ხარვეზები გამოავლინა.

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემების (IT აუდიტი)” ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ სააგენტოს ინფორმაციული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების დადგენას, ასევე პრობლემურია სარეიტინგო ქულის გამოთვლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ბენეფიციარის ასაკის განახლება.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარსებო შემწეობის პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა დააფიქსირა ბენეფიციარებზე საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად გადარიცხვის ფაქტები.

პროგრამის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამო, საჭირო გახდა 2015-2016 წლებში საარსებო შემწეობის სახით გადარიცხული თანხების ლეგალიზება, რომელიც საერთო ჯამში 1 668 000-მდე ლარს შეადგენს.

აუდიტის დასკვნით, სააგენტოს ინფორმაციული სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის უსაფრთხოების პარამეტრები სათანადოდ არ არის დაცული რეგიონულ სამსახურებში.

არსებული ნაკლოვანებების გასაუმჯობესებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემდეგი რეკომენდაციები გასცა:

• ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სააგენტომ შეიმუშაოს ქმედითი მექანიზმები, ბენეფიციარის მიერ დეკლარირებული ინფორმაციის ვალიდაციისათვის;

• სარეიტინგო ქულის მუდმივი სისწორის უზრუნველსაყოფად, სააგენტომ განახორციელოს აპლიკაციაში შესაბამისი ბრძანების მოდიფიცირება, რომელიც პერიოდულად განაახლებს ასაკის ველს;

• სააგენტომ, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტმა, არსებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით შეიმუშავოს პოლიტიკა და პროცედურები ინფორმაციული წვდომისა და პრივილეგიების განსაზღვრის მიზნით; დანერგოს სისტემაში მომხმარებელთა მიერ განხორციელებული ქმედებების მონიტორინგის ქმედითი სისტემა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი