უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 მაისი, 2018 16:30
font-size

სპეცოპერაციის შემდეგად კლუბს ათობით ათასი ლარის ზარალი მიადგა - კლუბ `ბასიანის` მფლობელი

კლუბ "ბასიანის" მფლობელი ტატო გეთია ამბობს, რომ 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგად კლუბს ათობით ათასი ლარის ზარალი მიადგა.

მისი თქმით, კლუბი ამ დრომდე დალუქულია შესაბამისად უცნობია დაზიანებულია თუ არა აპარატურა.

„პარასკევთან დაკავშირებულ კონკრეტულ ზარალს, ეს რამდენიმე ათეული ათასი ლარის ოდენობის არის, ვინაიდან, ღონისძიება სრულიად ჩაიშალა. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, რაც არის აპარატურა და სხვა მსგავსი აღჭურვილობა, ამასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, კლუბი კვლავ დალუქულია და შიგნით არავის არ უშვებენ. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცი იქ ზიანი აქვს თუ არა მიყენებული სხვადასხვა აპარატურას,"-აცხადებს გეთია.

მისივე თქმით, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მომხდარის დეტალები არ განუხილავთ, საუბარი მხოლოდ იმ ჯგუფების შექმნას შეეხო, რომელმაც შესაძლო გადაცდომები უნდა შეისწავლოს.

კლუბ "ბასიანის" მფლობელის ინფორმაციით, ხვალ სამინისტროში დაგეგმილია შეხვედრა, რომელსაც თავად მინისტრიც დაესწრება. შეხვედრაზე კი უშუალოდ კლუბ „ბასიანში“ და მის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

მისივე ინფორმაციით, ხვალვე განიხილება კლუბ „ბასიანის“ გახსნის საკითხი.

„როდის გაიხსნება „ბასიანი“ – ეს საკითხიც განიხილება ხვალ. ეს ძალიან მსხვრევადი საკითხია, ძალიან დიდი დაფიქრება და ყურადღება სჭირდება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი მოვიტოვეთ ხვალ, ვინაიდან არ არის ერთი, ორი და სამი კაცის, ან კლუბის აქცია. ეს არის ხალხის ხმა. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ლეგიტიმაცია ჩვენივე თანამებრძოლებისგან, ამ შეხვედრებზე დეტალურად რომ გავიაროთ ეს ყველაფერი. ვალდებულები ვიყავით, რომ ეს ფორმატი დღეს დაგვედგინა და უფრო მომზადებულები შევხვედროდით ერთმანეთს“, – განაცხადა გეთიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ღამის კლუბები ისევ დალუქულია. "ბასიანისა" და კაფე "გალერის" მიმდებარე ტერიტორიას ჯერაც სამართალდამცველები აკონტროლებენ.

საკვანძო სიტყვები:

არ შეიძლება `ქართული ოცნება` იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია, შეურაცხყოფაა - გია ვოლსკი

8 მაისი, 2024 , 18:16

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ყალბი ნომრებიდან ზარების და გინების უკან "ოცნება" არ დგას. მეტიც, მას ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს და ირწმუნება, რომ ეს კამპანია სწორედ მმართველი გუნდის ოპონენტებმა "კონ

ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ - მირიამ ლექსმანი

8 მაისი, 2024 , 16:34

ევროპარლამენტი მირიამ ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება რეესტრი, სადაც მოხვდებიან პირები, რომლებიც "ოცნების" შეფასებით, შანტა

არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს „პარაშას“, მაგას დაგანახებთ - გივი თარგამაძე

30 აპრილი, 2024 , 10:52

მართლა იფიქრეთ, ამ ქვეყანას პუტინს ჩააბარებთ მაგ ჩაიდანის ბელადობით? მთელი დარჩენილი ჩმორული ცხოვრების მანძილზე ინანებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გივი თარმაგაძე სოციალურ ქსელშ

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი