უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მაისი, 2018 17:00
font-size

სპორტსმენების არჩევანია, ვინ გააგრძელებს და ვინ არა ვარჯიშს - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განცხადებით, ნაკრების ახალ მწვრთნელზე ფიქრი ადეკვატურია, მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოისტთა ნაწილი მისი გადადგომის მოთხოვნით არ ვარჯიშობს.

„ადეკვატურია ახალ მწვრთნელზე ფიქრი, რადგანაც ჩვენ გვაქვს საქმე. ჩვენ საქმეს გავაკეთებთ ბოლომდე.

რა თქმა უნდა, ნაკრები იქნება. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მანიპულირება ყველას სახელით არ შეიძლება. დღევანდელ ნაკრებში არიან და იქნებიან ის სპორტსმენები, რომლებიც წავლენ ტურნირებზე და თქვენ უახლოეს პერიოდში ნახავთ ამას“, - განაცხადა ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.

კითხვაზე, იქნებიან თუ არა ნაკრების წევრები ის სპორტსმენები, ვინც მის გადადგომას მოითხოვენ, ქევხიშვილმა უპასუხა, რომ ეს მათი არჩევანია.

„ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის. მე არაერთხელ მითქვამს, რომ საკითხს ნუ უყურებთ სიმრავლით, საკითხს შეხედეთ სიმართლით. იყო რეკომენდაციები სამინისტროსგან და ყველამ ვნახეთ, რომ სამინისტრო სპორტსმენების პოზიციებს არ იზიარებს. რასაც ისინი ამბობენ, სიმართლე რომ ყოფილიყო, მე აქამდე აქ არ ვიქნებოდი. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს სპორტსმენებისთვის, რომელთაც ძალიან მალე ნახავთ. სპორტსმენების არჩევანია, ვინ გააგრძელებს და ვინ არა ვარჯიშს.

ფედერაციის კარი არავისთვისაა დაკეტილი მიუხედავად არაერთი არასწორი და აგრესიული ქმედებისა“, -თქვა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა.

აღმასკომის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა. დეპუტატმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ განიხილავდა აღმასკომი მწვრთნელის შერჩევის საკითხს და არა ქუჩაში გამოსული ძიუდოისტების პრობლემებს. ხაბარელის განმარტებით, მისთვის გაურკვეველია, რისთვის ირჩევენ მწვრთნელს, თუკი სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით არ ვარჯიშობენ.

დღეს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ახალი სამწვრთნელო შტაბის საკითხზე მსჯელობდნენ. სხდომაზე ძიუდოისტები პროტესტის მიზეზები არ განიხილებოდა.

პარალელურად ძიუდოისტები პროტესტს განაგრძობენ. ისინი ძიუდოს ფედერაციის გადადგომის მოთხოვნით არ ვარჯიშობენ და ელოდებიან ბიძინა ივანიშვილის პასუხს მათ ერთობლივ მიმართვაზე.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი