კომენტარი


სტრასბურგის სასამართლო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის - ნიკოლოზ მჟავანაძე
„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და ამ განაჩენის სისწორეში ეჭვის შეტანაც კი არ შეიძლება.
„დღეს მიმდინარეობს სასამართლოს დევნა „რუსთავი 2"-ის, „ნაციონალური მოძრაობისა" და სოროსის მიერ გამოკვებილი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ერთ-ერთ მოსამართლეზე, ზურაბ ძლიერიშვილზე, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია, გვარამიამ დაწერა, ლექციებზე როგორ შეხვალ, მაინტერესებსო, ანუ აპირებენ მის დევნას. ამ ზეწოლის მიუხედავად, სასამართლოს სამივე ინსტანციამ მიიღო გადაწყვეტილება და ტელევიზია დაუბრუნა ქიბარ ხალვაშს. არ შემიძლია, ეჭვი შევიტანო ამ გადაწყვეტილების ობიექტურობაში. ეს არის ობიექტური გადაწყვეტილება და ასეთი პოზიციები და სასამართლოზე დარტყმები სირცხვილია", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის.
„რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, უპრეცედენტოა, იმიტომ, რომ წლებია, სააკაშვილის მიერ დაზარალებული ადამიანები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და დღემდე არ დაუწყიათ ამ საქმეების განხილვა და უცებ, ვხედავთ, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგი ეჭვქვეშ აყენებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. მათ უბრალოდ, სურთ, გაერკვნენ საქმის ვითარებაში. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც „ნაციონალები" და არასამთავრობო ორგანიზაციები აღსრულების პროცესის შეჩერების გახანგრძლივებას ითხოვენ, რადგან სტრასბურგის სასამართლო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. ერთადერთი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, კომპენსაცია დააკისროს ხელისუფლებას. სამართლებრივად არ უნდა მოხდეს აღსრულების შეჩერების გაგრძელება, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, ეგეც აღარ გამიკვირდება. არ მინდა, მოვლენებს წინ გავასწრო, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ქვეყანასაც მივხედავთ და მშვიდობას დავიცავთ - კახა კალაძე
25 სექტემბერი, 2025 , 15:23

`ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია` - ნოშიკო ნამორაძე
25 სექტემბერი, 2025 , 12:58
ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას - მიხეილ სააკაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 17:11

ელისაშვილს წამოსცდა, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო, შეუძლიათ, კუპრაძე სიზმარში ნახონ მერად და რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ არჩეული - გურამ მაჭარაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 16:33
ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - კახა კალაძე
23 სექტემბერი, 2025 , 14:07
4 ოქტომბერი მთლიანად არჩევნების და აქციის ჩათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. მთავარია, არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას - ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 17:56