კომენტარი


სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიუღია - თამარ ჩუგოშვილი
ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას.
“სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიუღია, კონკრეტულად ამ მუხლებთან დაკავშირებით, შეჩერების მექანიზმი გამოყენებული არ ყოფილა. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პირებს გავსაუბრებოდი ამ საკითხთან დაკავშირებით. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს არის სასამართლო, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე. ჩვენ სრული პატივისცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს და ვასრულებთ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისათვის: ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში, სადაც ტელევიზიის დარეგისტრირებისთვის 10 დღეა საჭირო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ესმის.
,,აღსრულების მექანიზმის მსგავს შეჩერებას და საკუთრების, რანჟირების პირობებში, უფრო დაბლა დაყენება, ვიდრე გამოხატვის უფლება, ჩემთვის პრობლემაა და ვთვლი, რომ არ არის ერთმნიშვნელოვანი და ეს საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებების და მსჯელობის საგანი უნდა იყოს", - განაცხადა გახარიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ქვეყანასაც მივხედავთ და მშვიდობას დავიცავთ - კახა კალაძე
25 სექტემბერი, 2025 , 15:23

`ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია` - ნოშიკო ნამორაძე
25 სექტემბერი, 2025 , 12:58
ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას - მიხეილ სააკაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 17:11

ელისაშვილს წამოსცდა, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო, შეუძლიათ, კუპრაძე სიზმარში ნახონ მერად და რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ არჩეული - გურამ მაჭარაშვილი
23 სექტემბერი, 2025 , 16:33
ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - კახა კალაძე
23 სექტემბერი, 2025 , 14:07
4 ოქტომბერი მთლიანად არჩევნების და აქციის ჩათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. მთავარია, არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას - ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 17:56